საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში კვიპროსთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

© courtesy of Georgian Football Federationსაქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2023
გამოწერა
ევროპის 21 წლამდელთა ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, 15 ივნისს კვიპროსის გუნდს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
ევროპის 21 წლამდელთა ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. EURO-2023-ის მატჩები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისი, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.
კვიპროსთან შეხვედრის ჩატარების ადგილს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.
ბოლო მატჩი ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლატვიის წინააღმდეგ მარტში გამართა და მეტოქეს 1:0 მოუგო.
„ატლეტიკო" საქართველოში ფეხბურთის აკადემიის გახსნას გეგმავს>>
ივნისის დასაწყისში საქართველოს ფეხბურთის 21 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის გაფართოებული, 35-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ფინალურ განაცხადში 23 მოთამაშე შევა.
არაა გამორიცხული, რომ ახალგაზრდულ ჩემპიონატში ითამაშონ ძირითადი ნაკრების ფეხბურთელებმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ზურიკო დავითაშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი მამარდაშვილმა. შესარჩევი ეტაპის მომენტისთვის ოთხივე 21 წლის იყო.
U-21: დასახელდა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის>>
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 10 ივნისს დაიწყებს. პირველ მატჩს სვანაძის გუნდი 21 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს მთავრობამ უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად 115 მლნ ლარი გამოყო – აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს.
მთლიანად განახლდა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი და ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
პრემიერი: საქართველო მზადაა ახალგაზრდული ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად>>
შეიცვალა მინდვრის საფარი და ტექნიკური აღჭურვილობა ბორის პაიჭაძის სახელობის და კიდევ სამ საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონზე თბილისში, ასევე საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონზე საგურამოში.
აშენდა ახალი სტადიონები წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში.
ყველა ახალი ამბავი
0