https://sputnik-georgia.com/20230604/u-21-dasaxelda-saqartvelos-nakrebis-gafartoebuli-semadgenloba-evropis-cempiomatistvis-278258604.html
U-21: დასახელდა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის
U-21: დასახელდა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის
Sputnik საქართველო
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. 04.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-04T11:40+0400
2023-06-04T11:40+0400
2023-06-04T11:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1d/276218175_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_8a065f30079076af3c0088047f5474c0.jpg
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა - სიაში მოხვდნენ ძირითადი ნაკრების ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილი.სია 35 მოთამაშისგან შედგება, ხოლო საბოლოო 23-კაციან განაცხადს მთავარი მწვრთნელი 16 ივნისს წარადგენს, პორტუგალიასთან მატჩამდე ხუთი დღით ადრე. ამასთან, ძირითად ნაკრებს 17 და 20 ივნისს დანიშნული აქვს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები.ეროვნული ნაკრების ის მოთამაშეები, რომლებიც 21-წლამდე გუნდის ევროპის ჩემპიონატის განაცხადში დასახელდებიან, ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის წინ, 22 ივნისიდან შეუერთდებიან.მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე („დინამო“ თბილისი), ლევან თანდილაშვილი („თელავი“), ნოდარ ყალიჩავა („სამგურალი“).მცველები: ცოტნე კაპანაძე, ივა გელაშვილი, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (ყველა – „საბურთალო“), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“ დონეცკი, უკრაინა), სანდრო კალანდაძე, საბა ხვადაგიანი, გიორგი მაისურაძე (ყველა – „დინამო“ თბილისი), მათე აბულაძე („სამტრედია“),ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), საბა საზონოვი („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი).ნახევარმცველები: გაბრიელ სიგუა, გიორგი მოისწრაფიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი (ყველა – „დინამო“ თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი (ყველა – „საბურთალო“), ნიკა ხორხელი, ლუკა ხორხელი, ნოდარ ლომინაძე (ყველა – „სამგურალი“), გიორგი წიტაიშვილი („ლეხ პოზნანი“, პოლონეთი), ნიკა გაგნიძე („დილა“ გორი), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი ლომთაძე („გაგრა“), ცოტნე ფაცაცია („შუქურა“ ქობულეთი).თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გიორგი გაგუა („რეალ უნიონი“, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („დინამო“ ბათუმი), ლადო ჩიხრაძე („სამგურალი“).საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 10 ივნისს დაიწყებს.უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1d/276218175_61:0:1198:853_1920x0_80_0_0_4db9b6242f18f1386572e08788a5768c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
U-21: დასახელდა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა - სიაში მოხვდნენ ძირითადი ნაკრების ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილი.
სია 35 მოთამაშისგან შედგება, ხოლო საბოლოო 23-კაციან განაცხადს მთავარი მწვრთნელი 16 ივნისს წარადგენს, პორტუგალიასთან მატჩამდე ხუთი დღით ადრე. ამასთან, ძირითად ნაკრებს 17 და 20 ივნისს დანიშნული აქვს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები.
ეროვნული ნაკრების ის მოთამაშეები, რომლებიც 21-წლამდე გუნდის ევროპის ჩემპიონატის განაცხადში დასახელდებიან, ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის წინ, 22 ივნისიდან შეუერთდებიან.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე („დინამო“ თბილისი), ლევან თანდილაშვილი („თელავი“), ნოდარ ყალიჩავა („სამგურალი“).
მცველები: ცოტნე კაპანაძე, ივა გელაშვილი, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (ყველა – „საბურთალო“), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“ დონეცკი, უკრაინა), სანდრო კალანდაძე, საბა ხვადაგიანი, გიორგი მაისურაძე (ყველა – „დინამო“ თბილისი), მათე აბულაძე („სამტრედია“),ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), საბა საზონოვი („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი).
ნახევარმცველები: გაბრიელ სიგუა, გიორგი მოისწრაფიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი (ყველა – „დინამო“ თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი (ყველა – „საბურთალო“), ნიკა ხორხელი, ლუკა ხორხელი, ნოდარ ლომინაძე (ყველა – „სამგურალი“), გიორგი წიტაიშვილი („ლეხ პოზნანი“, პოლონეთი), ნიკა გაგნიძე („დილა“ გორი), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი ლომთაძე („გაგრა“), ცოტნე ფაცაცია („შუქურა“ ქობულეთი).
თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გიორგი გაგუა („რეალ უნიონი“, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („დინამო“ ბათუმი), ლადო ჩიხრაძე („სამგურალი“).
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 10 ივნისს დაიწყებს.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს.