პრემიერი: საქართველო მზადაა ახალგაზრდული ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად

© Government of Georgiaრამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ქუთაისში
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2023
გამოწერა
ჩემპიონატის მომზადება და ჩატარება შეუძლებელია ქვეყანაში მშვიდობის გარეშე, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველო სრულად არის მზად ფეხბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩასატარებლად, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის მონახულების შემდეგ.
ევროპის 21 წლამდელთა ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. Euro-ს მატჩები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისი, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.
„ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად, რომ ღირსეულად, უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ეს ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევაც, ამავდროულად არის ძალიან დიდი პატივი, ვუმასპინძლოთ ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებას. ჩვენ სულ რაღაც 1 წელიწადში, უფრო ნაკლებ დროში, ჩავუტარეთ რეაბილიტაცია 10 ობიექტს და თქვენ ნახეთ შესანიშნავი, ახალი, სრულად განახლებული ქუთაისის შენგელიას სახელობის სტადიონი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ქვეყანაში მშვიდობის გარეშე ჩემპიონატის მომზადება და მისი ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.
„ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო მშვიდობა, მეგობრებო, დამეთანხმებით. მშვიდობა არის მთავარი. ჩვენ ვახერხებთ და შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობაც, განვითარებაც გვაქვს და ეს ყველაფერი, რაც შევძელით, რა თქმა უნდა, არის მშვიდობის დამსახურება და ჩვენი სწორი პოლიტიკის დამსახურება“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ განახლებული ინფრასტრუქტურა მომავალ თაობებს დარჩება.
ღარიბაშვილმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება უსურვა.
© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისის გარემონტებულ სტადიონზე
Ираклий Гарибашвили на стадионе им. Р. Шенгелия в Кутаиси - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2023
ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისის გარემონტებულ სტადიონზე
საქართველოს მთავრობამ უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად მთავრობამ 115 მლნ ლარი გამოყო: აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს.
სრულად განახლდა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი და ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი. შეიცვალა მინდვრის საფარი და ტექნიკური აღჭურვილობა ბორის პაიჭაძის სახელობის და ასევე კიდევ სამ საწვრთნელ–სათადარიგო სტადიონზე თბილისში, ასევე საწვრთნელ–სათადარიგო სტადიონზე საგურამოში. აშენდა ახალი სტადიონები წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში.
ახალგაზრდული ევრო-2023 ფეხბურთში - პრემიერმა განახლებული სტადიონი დაათვალიერა>>
ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავი და სადრენაჟე სისტემით. ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები ყველა სტადიონისთვის ბრიტანულმა კომპანიებმაLabosport-მა და SIS Pitches-მა შეასრულეს.
თბილისის მიხეილ მესხის სახელობისა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონები, ასევე ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უეფას მე-4, უმაღლესი კატეგორიისაა.
სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0