https://sputnik-georgia.com/20230605/saqartvelo-rogorc-saaviacio-habi-raribasvilma-axali-aeroportis-msenebloba-daaanonsa-278300203.html
საქართველო როგორც საავიაციო ჰაბი - ღარიბაშვილმა ახალი აეროპორტის მშენებლობა დააანონსა
საქართველო როგორც საავიაციო ჰაბი - ღარიბაშვილმა ახალი აეროპორტის მშენებლობა დააანონსა
Sputnik საქართველო
ახალი აეროპორტის ასაშენებლად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ყოფილი აეროდრომის ტერიტორია შეირჩა. 05.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-05T19:19+0400
2023-06-05T19:19+0400
2023-06-05T21:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757031_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_0f81fa2b8c5270a0820a3d5fdce4867d.jpg
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მუშაობს თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობის საკითხზე, რომელიც ქვეყანას საავიაციო ჰაბად გადააქცევს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.როგორც მანამდე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, უფრო დიდი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის აშენების აუცილებლობა გაჩნდა მზარდი მგზავრთნაკადის ფონზე თბილისის აეროპორტში, რომელსაც არ აქვს ისეთი გაფართოების შესაძლებლობა, როგორც ეს ქვეყანას სჭირდება.პრემიერის თქმით, დედაქალაქში ამჟამად არსებული აეროპორტი გამოწვევებს და მთავრობის ამბიციურ გეგმებს არ შეესაბამება.„ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსებიც, შეზღუდვებიც და რეალურად დიდი განვითარების შესაძლებლობას ვერ იძლევა, მით უმეტეს, თუ გვინდა რეგიონში საავიაციო ჰაბი გავხდეთ, ეს აეროპორტი და მისი ადგილმდებარეობა ამის საშუალებას ვერ გვაძლევს“, – განაცხადა მან.მისი თქმით, მთავრობას სურს შეიმუშავოს გრძელვადიანი პროექტი, ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის უკვე შერჩეულია ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორია.ფინანსთა მინისტრი: თბილისს ახალი აეროპორტი სჭირდება >>პრემიერის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გათვალისწინებულია საუკეთესო დაგეგმვის სპეციალისტების, მშენებლების, არქიტექტორების ჩამოყვანა პროექტის შესასწავლად.პრემიერმა ასევე დასძინა, რომ ბოლო წლებში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი ყოველწლიურად თითქმის 25%-ით იზრდება. საქართველოს აეროპორტებიდან სრულდება პირდაპირი ფრენები მსოფლიოს 58 ქალაქში და გვაქვს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მსოფლიოს 31 ქვეყანასთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757031_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_f588da1901e11ccecda1abf5ac276c4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო როგორც საავიაციო ჰაბი - ღარიბაშვილმა ახალი აეროპორტის მშენებლობა დააანონსა
19:19 05.06.2023 (განახლებულია: 21:35 05.06.2023) ახალი აეროპორტის ასაშენებლად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ყოფილი აეროდრომის ტერიტორია შეირჩა.
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მუშაობს თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობის საკითხზე, რომელიც ქვეყანას საავიაციო ჰაბად გადააქცევს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
როგორც მანამდე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, უფრო დიდი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის აშენების აუცილებლობა გაჩნდა მზარდი მგზავრთნაკადის ფონზე თბილისის აეროპორტში, რომელსაც არ აქვს ისეთი გაფართოების შესაძლებლობა, როგორც ეს ქვეყანას სჭირდება.
„ეს არის ჩვენი საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება, მაგრამ, ვფიქრობ, დღეს გვაქვს ამის საშუალებაც, გამოცდილებაც და, რაც მთავარია, მიზანი, რომ გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანას ამის პოტენციალი აქვს... ეს უნდა იყოს ტრანზიტულ-ლოჯისტიკური და თანამედროვე, მგზავრებზე გათვლილი საერთაშორისო კლასის აეროპორტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, დედაქალაქში ამჟამად არსებული აეროპორტი გამოწვევებს და მთავრობის ამბიციურ გეგმებს არ შეესაბამება.
„ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსებიც, შეზღუდვებიც და რეალურად დიდი განვითარების შესაძლებლობას ვერ იძლევა, მით უმეტეს, თუ გვინდა რეგიონში საავიაციო ჰაბი გავხდეთ, ეს აეროპორტი და მისი ადგილმდებარეობა ამის საშუალებას ვერ გვაძლევს“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, მთავრობას სურს შეიმუშავოს გრძელვადიანი პროექტი, ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის უკვე შერჩეულია ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორია.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი და მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ გვინდა 20, 30 და 100-წლიანი პერსპექტივით ქვეყანაზე ვიზრუნოთ, ჩვენს მომავალს თაობებს დავუტოვოთ სათანადო ინფრასტრუქტურა და გამართული აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გათვალისწინებულია საუკეთესო დაგეგმვის სპეციალისტების, მშენებლების, არქიტექტორების ჩამოყვანა პროექტის შესასწავლად.
პრემიერმა ასევე დასძინა, რომ ბოლო წლებში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი ყოველწლიურად თითქმის 25%-ით იზრდება. საქართველოს აეროპორტებიდან სრულდება პირდაპირი ფრენები მსოფლიოს 58 ქალაქში და გვაქვს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მსოფლიოს 31 ქვეყანასთან.