https://sputnik-georgia.com/20230605/raribasvili-naxevar-milionze-metma-adamianma-siraribe-dazlia-278308693.html
ღარიბაშვილი: ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ სიღარიბე დაძლია
ღარიბაშვილი: ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ სიღარიბე დაძლია
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 42 ათასით გაიზარდა და 716 ათასი შეადგინა. 05.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-05T23:10+0400
2023-06-05T23:10+0400
2023-06-06T01:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708418_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_edaea404e9acb8ba2870d2a86eab466a.jpg
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით განახევრდა - მას შემდეგ თითქმის ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.საქართველოში სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი, ანუ იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც ხელი არ მიუწვდება მინიმალურ საარსებო წყაროებზე, 2021 წლიდან 1,9 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მთლიანობაში, 2022 წელს ქვეყნის მოსახლეობის 15,6% სიღარიბეში ცხოვრობდა.მისი თქმით, სიღარიბის დონემ მიაღწია 15,6%-ს, რაც კვლავაც დიდი პრობლემაა, მაგრამ ეს ისტორიული მაქსიმუმია.„შედარებისთვის აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უმუშევრობის დონე 2010 წელს 27% იყო, ახლა კი 17%-ზეა ჩამოსული. 10 წელიწადში ამხელა პროგრესი. სიღარიბის მაჩვენებელი იყო, თუ არ ვცდები, 37-38%-ზე 2010, 2011, 2012 წლებში, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი, რასაც ვსაუბრობთ, არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს ყველაფერი არის გამყარებული ფაქტებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე 1,4%-ით შემცირდა და 18%-ს გაუტოლდა (2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).მსოფლიო ბანკი: საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში უმუშევრობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა >>პრემიერის თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 42 ათასით გაიზარდა და 716 ათასი შეადგინა.მისი თქმით. ჯერ კიდევ 2020 წლის პირველ კვარტალში, როდესაც პანდემია ჯერ არ იყო ასახული დასაქმების სფეროზე, მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო, სამუშაო ადგილების რაოდენობა 31 ათასით გაიზარდა.„ახლა, რამდენიმე, სულ ორი წლის შემდეგ, გვაქვს 42 ათასით პირველ კვარტალში მატება დასაქმების მიმართულებით, ასე რომ ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს ხელისუფლებამ სიღარიბის დასაძლევად არაერთი სამთავრობო პროგრამა წამოიწყო, მათ შორის სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა.გარდა ამისა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ განათლება დასაქმებისთვის და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა პროგრამებში ჩაერთონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708418_159:0:2890:2048_1920x0_80_0_0_223111bdef01db07cba7a3c396f61b9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
ღარიბაშვილი: ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ სიღარიბე დაძლია
23:10 05.06.2023 (განახლებულია: 01:40 06.06.2023) პრემიერის თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 42 ათასით გაიზარდა და 716 ათასი შეადგინა.
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით განახევრდა - მას შემდეგ თითქმის ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოში სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი, ანუ იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც ხელი არ მიუწვდება მინიმალურ საარსებო წყაროებზე, 2021 წლიდან 1,9 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მთლიანობაში, 2022 წელს ქვეყნის მოსახლეობის 15,6% სიღარიბეში ცხოვრობდა.
„2012 წელს იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 1,1 მლნ ადამიანი, როდესაც ჩვენ ხელისუფლება ჩავიბარეთ. ეს მაჩვენებელი განახევრებულია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სიღარიბის დონემ მიაღწია 15,6%-ს, რაც კვლავაც დიდი პრობლემაა, მაგრამ ეს ისტორიული მაქსიმუმია.
„შედარებისთვის აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უმუშევრობის დონე 2010 წელს 27% იყო, ახლა კი 17%-ზეა ჩამოსული. 10 წელიწადში ამხელა პროგრესი. სიღარიბის მაჩვენებელი იყო, თუ არ ვცდები, 37-38%-ზე 2010, 2011, 2012 წლებში, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი, რასაც ვსაუბრობთ, არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს ყველაფერი არის გამყარებული ფაქტებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე 1,4%-ით შემცირდა და 18%-ს გაუტოლდა (2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).
პრემიერის თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 42 ათასით გაიზარდა და 716 ათასი შეადგინა.
„რაც პირველ კვარტლებში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია“, - განაცხადა მან.
მისი თქმით. ჯერ კიდევ 2020 წლის პირველ კვარტალში, როდესაც პანდემია ჯერ არ იყო ასახული დასაქმების სფეროზე, მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო, სამუშაო ადგილების რაოდენობა 31 ათასით გაიზარდა.
„ახლა, რამდენიმე, სულ ორი წლის შემდეგ, გვაქვს 42 ათასით პირველ კვარტალში მატება დასაქმების მიმართულებით, ასე რომ ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს ხელისუფლებამ სიღარიბის დასაძლევად არაერთი სამთავრობო პროგრამა წამოიწყო, მათ შორის სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა.
გარდა ამისა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ განათლება დასაქმებისთვის და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა პროგრამებში ჩაერთონ.