https://sputnik-georgia.com/20230523/msoflio-banki-saqartvelosi-bolo-20-wlis-ganmavlobasi-yvelaze-dabali-umusevrobaa-277919099.html
მსოფლიო ბანკი: საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში უმუშევრობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
მსოფლიო ბანკი: საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში უმუშევრობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
Sputnik საქართველო
საქართველოში მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლილი უმუშევართა რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის განახევრდა. 23.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-23T09:44+0400
2023-05-23T09:44+0400
2023-05-23T14:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
მსოფლიო ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494169_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_b889e863d2fd12a75efc6fbe3e4b91b3.jpg
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოში 2022 წელს უმუშევრობა 2021 წელთან შედარებით 0,9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11,3% შეადგინა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ნათქვამია მსოფლიო ბანკის მასალებში.საქართველოში მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლილი უმუშევართა რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის განახევრდა, 2012 წელთან შედარებით ის 46%-ით შემცირდა.მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ შეადგინა სამუშაო ძალის 19,6%, რაც ნიშნავს 324 ათას უმუშევარს, ხოლო 2022 წელს უმუშევარმა მუშახელმა 11,3%, ანუ 175 ათასი ადამიანი შეადგინა.უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში - ახალი მონაცემები >>საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და მსოფლიო ბანკის მონაცემები დასაქმებასა და უმუშევრობაზე განსხვავებულია დათვლის სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამო.„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 17,3% შეადგინა, ანუ 2021 წელთან შედარებით 3,4%-ით შემცირდა.საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.სიღარიბე და უმუშევრობა საქართველოს მთავარი გამოწვევაა - პრემიერ-მინისტრი >>ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის შედეგად საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში როგორც დასაქმების, ისე უმუშევრობის შემცირების მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელია.2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 18% შეადგინა, ანუ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,4%-ით შემცირდა.საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 10,4 ათასი ადამიანით (3,6%) შემცირდა და 279,2 ათასი ადამიანი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494169_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_de2baa369c4a569f05caa7db80852b6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, მსოფლიო ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, მსოფლიო ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი: საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში უმუშევრობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
09:44 23.05.2023 (განახლებულია: 14:37 23.05.2023) საქართველოში მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლილი უმუშევართა რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის განახევრდა.
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოში 2022 წელს უმუშევრობა 2021 წელთან შედარებით 0,9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11,3% შეადგინა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ნათქვამია მსოფლიო ბანკის მასალებში.
საქართველოში მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლილი უმუშევართა რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის განახევრდა, 2012 წელთან შედარებით ის 46%-ით შემცირდა.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ შეადგინა სამუშაო ძალის 19,6%, რაც ნიშნავს 324 ათას უმუშევარს, ხოლო 2022 წელს უმუშევარმა მუშახელმა 11,3%, ანუ 175 ათასი ადამიანი შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და მსოფლიო ბანკის მონაცემები დასაქმებასა და უმუშევრობაზე განსხვავებულია დათვლის სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამო.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 17,3% შეადგინა, ანუ 2021 წელთან შედარებით 3,4%-ით შემცირდა.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის შედეგად საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში როგორც დასაქმების, ისე უმუშევრობის შემცირების მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელია.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 18% შეადგინა, ანუ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,4%-ით შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 10,4 ათასი ადამიანით (3,6%) შემცირდა და 279,2 ათასი ადამიანი შეადგინა.