https://sputnik-georgia.com/20230522/umusevroba-da-dasaqmeba-saqartvelosi-axali-monacemebi-277915633.html
უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში - ახალი მონაცემები
უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
უმუშევრობის დონე ტრადიციულად უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, შესაბამისად, 20,3% და 15,1%. 22.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-22T21:15+0400
2023-05-22T21:15+0400
2023-05-22T22:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24862/78/248627836_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_a358b4773d95988d5a8eb2502fefed61.jpg
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 18% შეადგინა, ანუ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,4%-ით შემცირდა, აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციაში.უმუშევრობის დონე 2022 წლის მეოთხე კვარტალში შეადგენდა 16,1%-ს, მესამე კვარტალში – 15,6%-ს, მეორე კვარტალში – 18,1%-ს, პირველ კვარტალში – 19,4%-ს.საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 10,4 ათასი ადამიანით (3,6%) შემცირდა და 279,2 ათასი ადამიანი შეადგინა. ამასთან, ქალაქებში უმუშევრობის დონე 0,8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლებში 2,4 პუნქტით შემცირდა.უმუშევრობის დონე ტრადიციულად უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, შესაბამისად, 20,3% და 15,1%.2023 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი მამაკაცებში 1,1 პროცენტული პუნქტით, ხოლო ქალებში 1,7 პროცენტული პუნქტით შემცირდა.დაქირავებულთა რიცხოვნობა 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაიზარდა 45,8 ათასი ადამიანით (5,6%) და 863,5 ათასს მიაღწია. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25,4 ათასით გაიზარდა (6,6%) და 407,7 ათასი შეადგინა.აქტიურობის დონე, ქალებთან შედარებით, მაღალია მამაკაცებში. 2023 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 41,9%-ს, ხოლო კაცებში 63,6%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში გაზრდილია 2,9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1,1 პროცენტული პუნქტით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24862/78/248627836_381:0:2864:1862_1920x0_80_0_0_b294c846597dcb66fdb0cd5931a28383.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში - ახალი მონაცემები
21:15 22.05.2023 (განახლებულია: 22:32 22.05.2023) უმუშევრობის დონე ტრადიციულად უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, შესაბამისად, 20,3% და 15,1%.
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 18% შეადგინა, ანუ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,4%-ით შემცირდა, აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციაში.
უმუშევრობის დონე 2022 წლის მეოთხე კვარტალში შეადგენდა 16,1%-ს, მესამე კვარტალში – 15,6%-ს, მეორე კვარტალში – 18,1%-ს, პირველ კვარტალში – 19,4%-ს.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე. საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 10,4 ათასი ადამიანით (3,6%) შემცირდა და 279,2 ათასი ადამიანი შეადგინა. ამასთან, ქალაქებში უმუშევრობის დონე 0,8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლებში 2,4 პუნქტით შემცირდა.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, შესაბამისად, 20,3% და 15,1%.
2023 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი მამაკაცებში 1,1 პროცენტული პუნქტით, ხოლო ქალებში 1,7 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
დაქირავებულთა რიცხოვნობა 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაიზარდა 45,8 ათასი ადამიანით (5,6%) და 863,5 ათასს მიაღწია. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25,4 ათასით გაიზარდა (6,6%) და 407,7 ათასი შეადგინა.
აქტიურობის დონე, ქალებთან შედარებით, მაღალია მამაკაცებში. 2023 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 41,9%-ს, ხოლო კაცებში 63,6%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში გაზრდილია 2,9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1,1 პროცენტული პუნქტით.