https://sputnik-georgia.com/20230605/-----278308454.html
„ნაცმოძრაობის“ წევრები ლევან ხაბეიშვილს აკრიტიკებენ
„ნაცმოძრაობის“ წევრები ლევან ხაბეიშვილს აკრიტიკებენ
Sputnik საქართველო
ხაბეიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი 5%-იანი ბარიერის გადალახვაში დახმარებას დაჰპირდა. 05.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-05T22:50+0400
2023-06-05T22:50+0400
2023-06-06T01:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/01/274457125_0:0:942:531_1920x0_80_0_0_8bcf71102a1881f67064b421ff93313c.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის დასაძლევად მცირე პარტიებისადმი ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის წინადადება არაკორექტური და არაეთიკურია, განაცხადა ენმ-ის წევრმა ბაჩო დოლიძემ.ამ დღეებში „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ „ნაცმოძრაობასთან" კოალიციის თაობაზე უნდა დაიწყოს საუბარი. გარდა ამისა, ხაბეიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი 5%-იანი ბარიერის გადალახვაში დახმარებას დაჰპირდა.დოლიძე მიიჩნევს, რომ უფრო ყურადღება მისაქცევია ის, რომ ხაბეიშვილის არის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე და გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, ვიდრე ის, რომ რეკომენდაციებს სხვა პარტიებს აძლევს.„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არაერთხელ განაცხადა, რომ დღეს ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას მთლიანად აკონტროლებენ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი და ქვეყნის გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.„ლევანს არც აღვიქვამ პრობლემად? პრობლემას წარმოადგენენ ადამიანები - კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, რომლებიც დღეს რეალურად მას აკეთებინებენ იმას, რასაც თვლიან საჭიროდ“, - ამბობს ბაჩო დოლიძე.„ეს თვითმკვლელობაა“ - დეპუტატი მცირე პარტიებისადმი „ნაცმოძრაობის“ ლიდერის წინადადებაზე >>საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას“ და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ პარტიას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში გარანტირებული უმრავლესობის მოსაპოვებლად.რა ხდება „ნაცმოძრაობაში“„ნაცმოძრაობას“ ორი ბანაკი ჩამოყალიბდა: ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები. ხაბეიშვილს მხარს უჭერენ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი. ხაბეიშვილმა შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა და თავმჯდომარის პოსტზე მელია ჩაანაცვლა.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიდი ხანია აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლა გარდაუვალია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას“ გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.ვინ არიან კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილიაპრილის დასაწყისში კეზერაშვილმა ინტერვიუ მისცა მის მიერ დაარსებულ ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას“, სადაც განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პროდასავლურ ფლანგს ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება და ის მათგან ერთ-ერთია. ექს-მინისტრმა დასძინა, რომ ურთიერთობა აქვს „ნაცმოძრაობის“ ახალ მენეჯმენტთან და მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში დახმარებისთვის მზადაა.კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან ჯერ კიდევ 2008 წელს წავიდა და არცერთ პარტიაში არ არის გაწევრიანებული, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური და არ შეუძლია თავისი პოზიცია ჰქონდეს.2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე „მისტერ ოფშორი“ დგას.რაც შეეხება მერაბიშვილს, „ქართული ოცნების" ლიდერები მას 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისხლის სამართლის ხუთ საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე. მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.ამაზე პასუხად კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ მერაბიშვილი არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.სამშობლოში ადეიშვილი ექვს სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ არის ცნობილი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.მას ამჟამად უკრაინაში მაღალი თანამდებობა უკავია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/01/274457125_0:14:942:721_1920x0_80_0_0_483c435da518974abec60590bac5f61f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
„ნაცმოძრაობის“ წევრები ლევან ხაბეიშვილს აკრიტიკებენ
22:50 05.06.2023 (განახლებულია: 01:17 06.06.2023) ხაბეიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი 5%-იანი ბარიერის გადალახვაში დახმარებას დაჰპირდა.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის დასაძლევად მცირე პარტიებისადმი ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის წინადადება არაკორექტური და არაეთიკურია, განაცხადა ენმ-ის წევრმა ბაჩო დოლიძემ.
ამ დღეებში „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ „ნაცმოძრაობასთან" კოალიციის თაობაზე უნდა დაიწყოს საუბარი. გარდა ამისა, ხაბეიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი 5%-იანი ბარიერის გადალახვაში დახმარებას დაჰპირდა.
„ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება ძალიან არაკორექტულია და არაეთიკური. პოლიტიკურად წამგებიანი პოზიციაა ასეთი ბაქიბუქი, როდესაც შენ პირადად ნამდვილად არაფერს წარმოადგენ“, - განაცხადა დოლიძემ.
დოლიძე მიიჩნევს, რომ უფრო ყურადღება მისაქცევია ის, რომ ხაბეიშვილის არის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე და გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, ვიდრე ის, რომ რეკომენდაციებს სხვა პარტიებს აძლევს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არაერთხელ განაცხადა, რომ დღეს ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას მთლიანად აკონტროლებენ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი და ქვეყნის გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.
„ლევანს არც აღვიქვამ პრობლემად? პრობლემას წარმოადგენენ ადამიანები - კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, რომლებიც დღეს რეალურად მას აკეთებინებენ იმას, რასაც თვლიან საჭიროდ“, - ამბობს ბაჩო დოლიძე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას“ და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ პარტიას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში გარანტირებული უმრავლესობის მოსაპოვებლად.
„ნაცმოძრაობას“ ორი ბანაკი ჩამოყალიბდა: ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები. ხაბეიშვილს მხარს უჭერენ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი. ხაბეიშვილმა შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა და თავმჯდომარის პოსტზე მელია ჩაანაცვლა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიდი ხანია აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლა გარდაუვალია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას“ გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
ვინ არიან კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი
აპრილის დასაწყისში კეზერაშვილმა ინტერვიუ მისცა მის მიერ დაარსებულ ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას“, სადაც განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პროდასავლურ ფლანგს ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება და ის მათგან ერთ-ერთია. ექს-მინისტრმა დასძინა, რომ ურთიერთობა აქვს „ნაცმოძრაობის“ ახალ მენეჯმენტთან და მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში დახმარებისთვის მზადაა.
კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან ჯერ კიდევ 2008 წელს წავიდა და არცერთ პარტიაში არ არის გაწევრიანებული, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური და არ შეუძლია თავისი პოზიცია ჰქონდეს.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე „მისტერ ოფშორი“ დგას.
რაც შეეხება მერაბიშვილს, „ქართული ოცნების" ლიდერები მას 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისხლის სამართლის ხუთ საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.
ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე. მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.
ამაზე პასუხად კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ მერაბიშვილი არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
სამშობლოში ადეიშვილი ექვს სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ არის ცნობილი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.მას ამჟამად უკრაინაში მაღალი თანამდებობა უკავია.