https://sputnik-georgia.com/20230601/----------278210059.html
ქვეყნის მთავარი ვეტერინარი ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა
ქვეყნის მთავარი ვეტერინარი ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა
Sputnik საქართველო
მანამდე ბასილაძე OIE-ს ევროპული რეგიონული კომისიის გენერალური მდივნის პოზიციას იკავებდა. 01.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-01T21:40+0400
2023-06-01T21:40+0400
2023-06-01T21:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/01/278198543_24:0:1140:628_1920x0_80_0_0_44c361265474c1b5c3a3d35a72dd9039.jpg
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ევროპის რეგიონული კომისიის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ასამბლეის 90-ე გენერალური სესია მიმდინარე წელსაც, ტრადიციულად, პარიზში გაიმართა. ორგანიზაციის წევრი 183 ქვეყნის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და პარტნიორებმა, ხუთდღიანი სესიის ფარგლებში, ცხოველთა ჯანმრთელობის საკითხებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.სესიის ფარგლებში ბასილაძე ახალ თანამდებობაზე აირჩიეს. 2021 წლიდან ის ევროპული რეგიონული კომისიის გენერალური მდივნის პოზიციას იკავებდა.ცოფის შემთხვევის გამო ხონში კარანტინი გამოცხადდება: რამდენ პირთან ჰქონდა კონტაქტი ცხოველს >>სესიაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს როლს რეგიონში ცხოველებში ინფექციური დაავადებების ფართო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.ვასილ ბასილაძემ დელეგატებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ აქტიურად იქნება ჩართული ორგანიზაციის დღის წესრიგით დადგენილ რეფორმებში და განახორციელებს ყველა იმ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონში ცხოველთა დაავადებების პრევენციას და კონტროლს.სამცხე-ჯავახეთში პირუტყვს ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგოდ ამუშავებენ >>OIE წამყვან როლს ასრულებს და განსაზღვრავს ვეტერინარულ პოლიტიკას მსოფლიოში და ზედამხედველობას უწევს მისი იმპლემენტაციის პროცესს. WOAH-ის საერთაშორისო სტანდარტებით რეგულირდება ცხოველთა 120-ზე მეტი დაავადება, მათ შორის ზოონოზები - ადამიანის და ცხოველის საერთო დაავადებები.ეს არის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე მთელ მსოფლიოში. მისი საქმიანობა მოიცავს ცხოველთა დაავადებების კოორდინაციას, მხარდაჭერას და ბრძოლას ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ, სურსათის უვნებლობას და ცხოველთა კეთილდღეობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/01/278198543_252:0:1089:628_1920x0_80_0_0_cdc78302c4fe62ff48f57509d3607364.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო
ქვეყნის მთავარი ვეტერინარი ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა
მანამდე ბასილაძე OIE-ს ევროპული რეგიონული კომისიის გენერალური მდივნის პოზიციას იკავებდა.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ევროპის რეგიონული კომისიის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ასამბლეის 90-ე გენერალური სესია მიმდინარე წელსაც, ტრადიციულად, პარიზში გაიმართა. ორგანიზაციის წევრი 183 ქვეყნის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და პარტნიორებმა, ხუთდღიანი სესიის ფარგლებში, ცხოველთა ჯანმრთელობის საკითხებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
სესიის ფარგლებში ბასილაძე ახალ თანამდებობაზე აირჩიეს. 2021 წლიდან ის ევროპული რეგიონული კომისიის გენერალური მდივნის პოზიციას იკავებდა.
სესიაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს როლს რეგიონში ცხოველებში ინფექციური დაავადებების ფართო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ვასილ ბასილაძემ დელეგატებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ აქტიურად იქნება ჩართული ორგანიზაციის დღის წესრიგით დადგენილ რეფორმებში და განახორციელებს ყველა იმ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონში ცხოველთა დაავადებების პრევენციას და კონტროლს.
OIE წამყვან როლს ასრულებს და განსაზღვრავს ვეტერინარულ პოლიტიკას მსოფლიოში და ზედამხედველობას უწევს მისი იმპლემენტაციის პროცესს. WOAH-ის საერთაშორისო სტანდარტებით რეგულირდება ცხოველთა 120-ზე მეტი დაავადება, მათ შორის ზოონოზები - ადამიანის და ცხოველის საერთო დაავადებები.
ეს არის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე მთელ მსოფლიოში. მისი საქმიანობა მოიცავს ცხოველთა დაავადებების კოორდინაციას, მხარდაჭერას და ბრძოლას ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ, სურსათის უვნებლობას და ცხოველთა კეთილდღეობას.