https://sputnik-georgia.com/20230522/cofis-semtxvevebis-gamo-xonsi-karantini-gamocxaddeba-ramden-pirtan-hqonda-kontaqti-cxovels-277913392.html
ცოფის შემთხვევის გამო ხონში კარანტინი გამოცხადდება: რამდენ პირთან ჰქონდა კონტაქტი ცხოველს
ცოფის შემთხვევის გამო ხონში კარანტინი გამოცხადდება: რამდენ პირთან ჰქონდა კონტაქტი ცხოველს
Sputnik საქართველო
სპეციალისტები მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ. 22.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-22T19:20+0400
2023-05-22T19:20+0400
2023-05-22T22:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
იმერეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0a/270307401_0:57:720:462_1920x0_80_0_0_b980dbb690ab393c5565db2af3ab28b1.jpg
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ცოფის შემთხვევის გამო ხონში კარანტინი იქნება შემოღებული, განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.ხონში ცოფის ვირუსი დღეს ერთ-ერთი ადგილობრივის შინაურ ძაღლს დაუდასტურდა. ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია 15 ადამიანი, ვისაც ძაღლთან ჰქონდა შეხება, მათ შორის სამი ბავშვია.მერის ინფორმაციით, ძაღლმა სამი ბავშვი დაკბინა. ფაქტი წინა კვირაში მოხდა. სამივე მათგანს ჩაუტარდა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, თუმცა ერთ ბავშვს, გარკვეული მიზეზების გამო, იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატი ვერ გაუკეთდა. ბავშვები მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.ხონში ცოფის ვირუსი გამოვლინდა >>ცოტა ხნის წინ ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისში – ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს დაუდასტურდა, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს.მანამდე ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა მარტვილში, ამბროლაურში. იყო ადამიანების დაკბენის შემთხვევებიც.სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში ყოველწლიურად 260 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ამასთან ცოფზე აცრა 35-დან 49 ათასამდე ადამიანს უტარდება.ცოფი – სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფი გადადის ნერწყვით, დაავადებული ცხოველის კბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად. შემდეგ ვრცელდება ნერვული სისტემის გზით, აღწევს თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს და იწვევს მძიმე დარღვევებს, რაც სიკვდილით სრულდება.ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0a/270307401_14:0:706:519_1920x0_80_0_0_56652bfaead11746bb4a987b19e2aee0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, იმერეთი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, იმერეთი
ცოფის შემთხვევის გამო ხონში კარანტინი გამოცხადდება: რამდენ პირთან ჰქონდა კონტაქტი ცხოველს
19:20 22.05.2023 (განახლებულია: 22:23 22.05.2023) სპეციალისტები მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ცოფის შემთხვევის გამო ხონში კარანტინი იქნება შემოღებული, განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.
ხონში ცოფის ვირუსი დღეს ერთ-ერთი ადგილობრივის შინაურ ძაღლს დაუდასტურდა. ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია 15 ადამიანი, ვისაც ძაღლთან ჰქონდა შეხება, მათ შორის სამი ბავშვია.
მერის ინფორმაციით, ძაღლმა სამი ბავშვი დაკბინა. ფაქტი წინა კვირაში მოხდა. სამივე მათგანს ჩაუტარდა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, თუმცა ერთ ბავშვს, გარკვეული მიზეზების გამო, იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატი ვერ გაუკეთდა. ბავშვები მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
ცოტა ხნის წინ ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისში – ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს დაუდასტურდა, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს.
მანამდე ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა მარტვილში, ამბროლაურში. იყო ადამიანების დაკბენის შემთხვევებიც.
სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში ყოველწლიურად 260 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ამასთან ცოფზე აცრა 35-დან 49 ათასამდე ადამიანს უტარდება.
ცოფი – სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფი გადადის ნერწყვით, დაავადებული ცხოველის კბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად. შემდეგ ვრცელდება ნერვული სისტემის გზით, აღწევს თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს და იწვევს მძიმე დარღვევებს, რაც სიკვდილით სრულდება.
ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.