https://sputnik-georgia.com/20230522/xonsi-cofis-virusi-gamovlinda-277901500.html
ხონში ცოფის ვირუსი გამოვლინდა
ხონში ცოფის ვირუსი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ლაჭყეპიანი მოსახლეობას მოუწოდებს, აცრან თავიანთი შინაური ცხოველები ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით. 22.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-22T12:58+0400
2023-05-22T12:58+0400
2023-05-22T15:54+0400
შემთხვევები საქართველოში
ცხოველთა დაცვა
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273588163_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_3bf49b925060123a149924226f0fec4d.jpg
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ხონში ცოფის ვირუსი დადასტურდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ლაჭყეპიანმა დაწერა. ლაჭყეპიანის ინფორმაციით, ვირუსი ერთ-ერთი მცხოვრების შინაურ ძაღლს დაუდასტურდა. ის მოსახლეობას მოუწოდებს, აცრან თავიანთი ცხოველები ცოფზე. ცოტა ხნის წინ ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისში – ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს დაუდასტურდა, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს. მანამდე ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა მარტვილში, ამბროლაურში. იყო ადამიანების დაკბენის შემთხვევებიც. ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა: ცხოველებს კონტაქტი 18 პირთან ჰქონდათ>>სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში ყოველწლიურად 260 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ამასთან ცოფზე აცრა 35-დან 49 ათასამდე ადამიანს უტარდება. ცოფი – სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფი გადადის ნერწყვით, დაავადებული ცხოველის კბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად. შემდეგ ვრცელდება ნერვული სისტემის გზით, აღწევს თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს და იწვევს მძიმე დარღვევებს, რაც სიკვდილით სრულდება. ძაღლს, რომელმაც სამეგრელოში რამდენიმე ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა>>ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273588163_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_7e61a951e011ea6987f6f8bdd84ef4d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ცხოველთა დაცვა, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, ცხოველთა დაცვა, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ხონში ცოფის ვირუსი გამოვლინდა
12:58 22.05.2023 (განახლებულია: 15:54 22.05.2023) ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ლაჭყეპიანი მოსახლეობას მოუწოდებს, აცრან თავიანთი შინაური ცხოველები ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ხონში ცოფის ვირუსი დადასტურდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ლაჭყეპიანმა დაწერა.
ლაჭყეპიანის ინფორმაციით, ვირუსი ერთ-ერთი მცხოვრების შინაურ ძაღლს დაუდასტურდა.
„დაუდასტურდა, სამწუხაროდ, ცოფის ვირუსი ხონის ცუგას, რომელსაც ადგილზე, ხონშივე აკვირდებოდნენ და გუშინ მოკვდა", – დაწერა ლაჭყეპიანმა.
ის მოსახლეობას მოუწოდებს, აცრან თავიანთი ცხოველები ცოფზე.
ცოტა ხნის წინ ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისში – ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს დაუდასტურდა, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს.
მანამდე ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა მარტვილში, ამბროლაურში. იყო ადამიანების დაკბენის შემთხვევებიც.
სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში ყოველწლიურად 260 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ამასთან ცოფზე აცრა 35-დან 49 ათასამდე ადამიანს უტარდება.
ცოფი – სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფი გადადის ნერწყვით, დაავადებული ცხოველის კბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად. შემდეგ ვრცელდება ნერვული სისტემის გზით, აღწევს თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს და იწვევს მძიმე დარღვევებს, რაც სიკვდილით სრულდება.
ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.