https://sputnik-georgia.com/20230510/qutaissi-cofis-ori-semtxveva-dafiqsirda-277542436.html
ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა: ცხოველებს კონტაქტი 18 პირთან ჰქონდათ
ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა: ცხოველებს კონტაქტი 18 პირთან ჰქონდათ
Sputnik საქართველო
ქუთაისის მერია მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. 10.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-10T17:57+0400
2023-05-10T17:57+0400
2023-05-10T22:16+0400
შემთხვევები საქართველოში
ქუთაისი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24605/49/246054952_0:163:3000:1851_1920x0_80_0_0_7d049fd0b65edb003e4f5889aa242ecd.jpg
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2". ცოფის ვირუსი ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს გამოუვლინდა. არცერთ შემთხვევაში ცხოველი აცრილი არ იყო. მათ კონტაქტი 18 პირთან უფიქსირდებათ. სურსათის ეროვნულის სააგენტოს ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება და მიმდინარეობს საპრევენციო სამუშაოები, ასევე გამოცხადდა კარანტინი. ქუთაისის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ცხოველთან ნებისმიერი რისკის შემცველი კონტაქტის შემთხვევაში სიფრთხილისა და დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. ძაღლს, რომელმაც სამეგრელოში რამდენიმე ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა>>სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში ყოველწლიურად 260 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ამასთან ცოფზე აცრა 35-დან 49 ათასამდე ადამიანს უტარდება. ცოფი – სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფი გადადის ნერწყვით, დაავადებული ცხოველის კბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად. შემდეგ ვრცელდება ნერვული სისტემის გზით, აღწევს თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს და იწვევს მძიმე დარღვევებს, რაც სიკვდილით სრულდება. ამბროლაურში ცოფის უკვე რამდენიმე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა>>ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ქუთაისი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24605/49/246054952_158:0:2843:2014_1920x0_80_0_0_cab490c569e3b2e47beec3853d5667ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ქუთაისი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, ქუთაისი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა: ცხოველებს კონტაქტი 18 პირთან ჰქონდათ
17:57 10.05.2023 (განახლებულია: 22:16 10.05.2023) ქუთაისის მერია მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
ცოფის ვირუსი ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს გამოუვლინდა. არცერთ შემთხვევაში ცხოველი აცრილი არ იყო. მათ კონტაქტი 18 პირთან უფიქსირდებათ.
სურსათის ეროვნულის სააგენტოს ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება და მიმდინარეობს საპრევენციო სამუშაოები, ასევე გამოცხადდა კარანტინი.
ქუთაისის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ცხოველთან ნებისმიერი რისკის შემცველი კონტაქტის შემთხვევაში სიფრთხილისა და დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში ყოველწლიურად 260 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ამასთან ცოფზე აცრა 35-დან 49 ათასამდე ადამიანს უტარდება.
ცოფი – სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფი გადადის ნერწყვით, დაავადებული ცხოველის კბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად. შემდეგ ვრცელდება ნერვული სისტემის გზით, აღწევს თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს და იწვევს მძიმე დარღვევებს, რაც სიკვდილით სრულდება.
ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.