https://sputnik-georgia.com/20230531/31-maiss-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-278102396.html
31 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
31 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 31 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები... 31.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-31T00:15+0400
2023-05-31T00:15+0400
2023-05-31T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0c/278483387_0:15:2048:1167_1920x0_80_0_0_61e850e56c3d61d908556f66454c53fa.jpg
გაეცანით 31 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვისწარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ21-31 მაისი21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.31 მაისს დაბადებულები31 მაისს, როგორ წესი, ორბუნებოვანი ადამიანები იბადებიან. თავიანთი ორიგინალური აზროვნების გამო ისინი ინტერესს იჩენენ ყოველივე ახლის მიმართ, აინტერესებთ ტექნიკური პროგრესი, გამოგონებები. ახასიათებთ ხასიათის ხშირი ცვლა. თუ ერთ წუთში კომუნიკაბელური, მხიარული და კეთილი არიან, მეორე წუთში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, შეუძლიათ გახდნენ გაღიზიანებული, პირქუში და გაბოროტებული.31 მაისს დაბადებულები, უმეტეს შემთხვევებში, გარშემომყოფებზე გულდახურული და ცივი პიროვნებების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს სულ ასე არაა - ისინი ბევრად უფრო თბილი ადამიანები არიან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - გარკვეულწილად კეთილი, კეთილშობილი და შეიძლება ითქვას, სენტიმენტალურიც კი. ეს მათი ნიღაბია, რომლის უკან მგრძნობიარე ნატურა იმალება. თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>ამ დღეს დაბადებულებს პირდაპირობა ურჩევნიათ და არ უყვართ წვრილმანებზე „დახურდავება“. ისინი საკმაოდ ქმედითნი არიან, ყურადღებას აქცევენ ბევრ რამეს, უმნიშვნელოსაც კი.ამ დღეს დაბადებულებს დიდი გონებრივი და ფიზიკური ენერგია აქვთ. აინტერესებთ თვითგამოხატვის უჩვეულო ფორმები. თუ რამესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს, მათი გადარწმუნება უკვე შეუძლებელია. ერთადერთი საშუალებაა მათი სენტიმენტალობის გამოღვიძება ან ღირსებასა და პატიოსნების პრინციპებზე დაფუძნებული დასკვნების გამოყენება. ეს ადამიანები მძაფრად იცავენ საკუთარ შინაგან სამყაროს და იქ შეღწევის უფლებას არავის აძლევენ. როდესაც ახალი იდეა უჩნდებათ, მთელი ძალებით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიქცევას. ამ დროს ისინი თავდაჯერებული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება მარცხის შიში იყოს. ასევე, ადვილად შეუძლიათ უსიამოვნებების მალე დავიწყება.31 მაისს დაბადებულები საკმაოდ სპონტანური და ქაოტური ადამიანები არიან, რომელთაც უმოკლეს ვადებში ახალ ვითარებებთან შეგუების შესანიშნავი უნარი აქვთ. ხანდახან ცდილობენ ებრძოლონ თავიანთ არაორგანიზებულობას და ცხოვრებაში ხელოვნური წესრიგი-განრიგი შეამოაქვთ. ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით>>ამ ადამიანებს უყვართ მუდამ მოძრაობაში ყოფნა - ახალი პროექტების დაწყება, რაღაცის გარემონტება, ვითარების შეცვლა. არიან შესანიშნავი ოსტატები ტექნიკის სფეროში. თუ დაბადებიდან რამდენიმე ნიჭი დაჰყვებათ, ერთი სფერო უნდა აირჩიონ და მაშინ საოცარი წარმატებების მიღწევის შანსი აქვთ.ჯანმრთელობა31 მაისს დაბადებულებს იმედგაცრუებებთან გამკლავება უჭირთ, ამიტომ ხშირად რეალობიდან გაქცევას ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის საშუალებით ცდილობენ. მათ მეტად რეალური შეხედულებები უნდა ჩამოაყალიბონ ცხოვრებაზე და შეისწავლონ საკუთარი შინაგანი სამყარო, იაქტიურონ ფიზიკურად და ყურადღება მიაქციონ კვების რეჟიმს. უნდა დაიმახსოვრონ, რომ კვებისგან სიამოვნების მიღებაც შეიძლება.რჩევა:თამამად შეხედეთ საკუთარ ემოციურ პრობლემებს. შეძლებისდაგვარად ეცადეთ, იპოვოთ შთაგონების წყარო, თავიდან აირიდოთ უსარგებლო დავა და ჩხუბი, რომლებიც, უბრალოდ, ძალებს გართმევთ.
https://sputnik-georgia.com/20220521/tyupi-zogadi-daxasiateba-zodiaqo-266799195.html
https://sputnik-georgia.com/20230506/zodiaqos-nisnebis-vendeta-277406541.html
https://sputnik-georgia.com/20220728/dieta-zodiaqos-nisnebistvis-268952562.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0c/278483387_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_3aebbbd1aba49f93cbe4198a31d59728.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
გაეცანით 31 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.
მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.
ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.
21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.
31 მაისს, როგორ წესი, ორბუნებოვანი ადამიანები იბადებიან. თავიანთი ორიგინალური აზროვნების გამო ისინი ინტერესს იჩენენ ყოველივე ახლის მიმართ, აინტერესებთ ტექნიკური პროგრესი, გამოგონებები. ახასიათებთ ხასიათის ხშირი ცვლა. თუ ერთ წუთში კომუნიკაბელური, მხიარული და კეთილი არიან, მეორე წუთში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, შეუძლიათ გახდნენ გაღიზიანებული, პირქუში და გაბოროტებული.
31 მაისს დაბადებულები, უმეტეს შემთხვევებში, გარშემომყოფებზე გულდახურული და ცივი პიროვნებების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს სულ ასე არაა - ისინი ბევრად უფრო თბილი ადამიანები არიან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - გარკვეულწილად კეთილი, კეთილშობილი და შეიძლება ითქვას, სენტიმენტალურიც კი. ეს მათი ნიღაბია, რომლის უკან მგრძნობიარე ნატურა იმალება.
ამ დღეს დაბადებულებს პირდაპირობა ურჩევნიათ და არ უყვართ წვრილმანებზე „დახურდავება“. ისინი საკმაოდ ქმედითნი არიან, ყურადღებას აქცევენ ბევრ რამეს, უმნიშვნელოსაც კი.
ამ დღეს დაბადებულებს დიდი გონებრივი და ფიზიკური ენერგია აქვთ. აინტერესებთ თვითგამოხატვის უჩვეულო ფორმები. თუ რამესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს, მათი გადარწმუნება უკვე შეუძლებელია. ერთადერთი საშუალებაა მათი სენტიმენტალობის გამოღვიძება ან ღირსებასა და პატიოსნების პრინციპებზე დაფუძნებული დასკვნების გამოყენება.
ეს ადამიანები მძაფრად იცავენ საკუთარ შინაგან სამყაროს და იქ შეღწევის უფლებას არავის აძლევენ. როდესაც ახალი იდეა უჩნდებათ, მთელი ძალებით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიქცევას. ამ დროს ისინი თავდაჯერებული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება მარცხის შიში იყოს. ასევე, ადვილად შეუძლიათ უსიამოვნებების მალე დავიწყება.
31 მაისს დაბადებულები საკმაოდ სპონტანური და ქაოტური ადამიანები არიან, რომელთაც უმოკლეს ვადებში ახალ ვითარებებთან შეგუების შესანიშნავი უნარი აქვთ. ხანდახან ცდილობენ ებრძოლონ თავიანთ არაორგანიზებულობას და ცხოვრებაში ხელოვნური წესრიგი-განრიგი შეამოაქვთ.
ამ ადამიანებს უყვართ მუდამ მოძრაობაში ყოფნა - ახალი პროექტების დაწყება, რაღაცის გარემონტება, ვითარების შეცვლა. არიან შესანიშნავი ოსტატები ტექნიკის სფეროში. თუ დაბადებიდან რამდენიმე ნიჭი დაჰყვებათ, ერთი სფერო უნდა აირჩიონ და მაშინ საოცარი წარმატებების მიღწევის შანსი აქვთ.
31 მაისს დაბადებულებს იმედგაცრუებებთან გამკლავება უჭირთ, ამიტომ ხშირად რეალობიდან გაქცევას ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის საშუალებით ცდილობენ. მათ მეტად რეალური შეხედულებები უნდა ჩამოაყალიბონ ცხოვრებაზე და შეისწავლონ საკუთარი შინაგანი სამყარო, იაქტიურონ ფიზიკურად და ყურადღება მიაქციონ კვების რეჟიმს. უნდა დაიმახსოვრონ, რომ კვებისგან სიამოვნების მიღებაც შეიძლება.
თამამად შეხედეთ საკუთარ ემოციურ პრობლემებს. შეძლებისდაგვარად ეცადეთ, იპოვოთ შთაგონების წყარო, თავიდან აირიდოთ უსარგებლო დავა და ჩხუბი, რომლებიც, უბრალოდ, ძალებს გართმევთ.