საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისში მოიწვია

© President of Georgiaშარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი
შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2023
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა შარლ მიშელთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდში თბილისში ვიზიტისთვის მზადყოფნა გამოთქვა, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება ბრიუსელში, სადაც 31 მაისს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა, ასევე ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან რამდენიმე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში - მმართველი პარტიის მოლოდინები >>
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, შარლ მიშელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის როლი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობის პროცესში და პარტიული დაყოფების დაძლევაში.
პრეზიდენტმა მიშელმა ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს 2022 წლის ივნისის ისტორიული გადაწყვეტილება გაიხსენა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის მტკიცე რწმენას, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართველი ხალხის ურყევი ნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტსა და Georgian Airways-ს შორის კონფლიქტი დაგმო >>
პრეზიდენტმა მიშელმა აღნიშნა, რომ კომისია შემოდგომით, „გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში ანგარიშს მოამზადებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, რის შემდეგაც პრეზიდენტი მიშელი გეგმავს, რომ 2023 წლის ბოლო კვარტალში ევროპული საბჭოს დღის წესრიგში შემდეგი ნაბიჯების საკითხი წამოაყენოს.
პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ყველა ახალი ამბავი
0