https://sputnik-georgia.com/20230530/-3-------278120542.html
„გარდაბანი-3“-ის მშენებლობის დასაწყებად აუქციონი გამოცხადდება
„გარდაბანი-3“-ის მშენებლობის დასაწყებად აუქციონი გამოცხადდება
კონკურსში გამარჯვებულმა ინვესტორმა თბოელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება 4 წელიწადში უნდა დაასრულოს. 30.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-30T11:42+0400
2023-05-30T11:42+0400
2023-05-30T17:13+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/06/247520635_0:83:1001:646_1920x0_80_0_0_7e0654b7804483feb8cca473d64d7786.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგური აშენდება, შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.ახალი ელექტროსადგური გარდაბნის მუნიციპალიტეტში რიგით მესამე თბოელექტროსადგური იქნება. დღეისათვის გარდაბანში ორი თბოელექტროსადგური – „გარდაბანი-1" და „გარდაბანი-2" ფუნქციონირებს, შესაბამისად, 237 და 230 მეგავატი სიმძლავრით.ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე აუქციონი უახლოეს მომავალში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებ-გვერდზე გამოცხადდება. კორპორაცია პროცესს სპეციალურად შექმნილი კომისიის მეშვეობით წარმართავს.კონკურსში გამარჯვებულმა ინვესტორმა თბოელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება 4 წელიწადში უნდა დაასრულოს.1 ივლისიდან საქართველოში შენობების ენერგოეფექტურობისადმი მოთხოვნები იცვლება>>>დავითაშვილის თქმით, კერძო ინვესტორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება თბოსადგურის მშენებლობის ყველაზე დაბალი კაპიტალური ხარჯი ერთი მეგავატისთვის.„იცით, რომ გარანტირებული სიმძლავრის ტარიფი ისაზღვრება კაპიტალური დანახარჯების შესაბამისად და იმისთვის, რომ ელექტროენერგია რაც შეიძლება დაბალ ფასად მივიღოთ, გვინდა ახალი თბოსადგურის მშენებლობა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს. ეს ის პარამეტრებია, რომელიც ქსელის სტაბილურობისთვის არის განსაზღვრული", – განაცხადა დავითაშვილმა.მინისტრის თქმით, როცა განახლებადი ენერგიის პროექტებზე ვლაპარაკობთ, ხშირად მათი ინტეგრირება ქსელში შეუძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სტაბილური გენერაციის წყაროებიდან შესაბამისი სიმძლავრეები არ აქვს.თავიდან იგეგმებოდა 272 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა, თუმცა ელექტროენერგიის მოხმარების ზრდისა და გენერაციის წყაროების დეფიციტიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა უფრო მაღალი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი.ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების ფონზე ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა ამ სექტორის განვითარების აუცილებლობის თაობაზე.რა ეტაპზეა შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის პროექტი: მინისტრის განმარტება>>>ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის მოხმარება დაახლოებით 70%-ით გაიზრდება და 22 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/06/247520635_0:0:861:646_1920x0_80_0_0_e5badf03f7613539cae0a776555c93ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები
„გარდაბანი-3“-ის მშენებლობის დასაწყებად აუქციონი გამოცხადდება
11:42 30.05.2023 (განახლებულია: 17:13 30.05.2023) კონკურსში გამარჯვებულმა ინვესტორმა თბოელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება 4 წელიწადში უნდა დაასრულოს.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგური აშენდება, შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
ახალი ელექტროსადგური გარდაბნის მუნიციპალიტეტში რიგით მესამე თბოელექტროსადგური იქნება. დღეისათვის გარდაბანში ორი თბოელექტროსადგური – „გარდაბანი-1" და „გარდაბანი-2" ფუნქციონირებს, შესაბამისად, 237 და 230 მეგავატი სიმძლავრით.
„ეს იქნება 350-დან 430-მეგავატამდე სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელსაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტექნიკური პირობები. ე.წ. წმინდა ეფექტურობა უნდა იყოს არანაკლებ 56%, განსაზღვრულია სხვა პარამეტრებიც, მათ შორის, მწარმოებელი კომპანიების მიმართ მოთხოვნები", – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე აუქციონი უახლოეს მომავალში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებ-გვერდზე გამოცხადდება. კორპორაცია პროცესს სპეციალურად შექმნილი კომისიის მეშვეობით წარმართავს.
კონკურსში გამარჯვებულმა ინვესტორმა თბოელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება 4 წელიწადში უნდა დაასრულოს.
დავითაშვილის თქმით, კერძო ინვესტორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება თბოსადგურის მშენებლობის ყველაზე დაბალი კაპიტალური ხარჯი ერთი მეგავატისთვის.
„იცით, რომ გარანტირებული სიმძლავრის ტარიფი ისაზღვრება კაპიტალური დანახარჯების შესაბამისად და იმისთვის, რომ ელექტროენერგია რაც შეიძლება დაბალ ფასად მივიღოთ, გვინდა ახალი თბოსადგურის მშენებლობა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს. ეს ის პარამეტრებია, რომელიც ქსელის სტაბილურობისთვის არის განსაზღვრული", – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, როცა განახლებადი ენერგიის პროექტებზე ვლაპარაკობთ, ხშირად მათი ინტეგრირება ქსელში შეუძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სტაბილური გენერაციის წყაროებიდან შესაბამისი სიმძლავრეები არ აქვს.
„ახალი თბოსადგური კი დაგვეხმარება ქსელში მეტი განახლებადი ენერგიის პროექტის ინტეგრირება მოვახდინოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და, იმედი გვაქვს, რამდენიმეთვიანი შერჩევის შემდეგ მუშაობას დავიწყებთ. არაუმეტს ოთხ წელიწადში კი სადგურის მშენებლობა უნდა დასრულდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
თავიდან იგეგმებოდა 272 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა, თუმცა ელექტროენერგიის მოხმარების ზრდისა და გენერაციის წყაროების დეფიციტიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა უფრო მაღალი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების ფონზე ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა ამ სექტორის განვითარების აუცილებლობის თაობაზე.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის მოხმარება დაახლოებით 70%-ით გაიზრდება და 22 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.