https://sputnik-georgia.com/20230529/turqetis-evrokavsirsi-gawevrianeba-aravis-surs-veberi-278090809.html
ვებერი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება არავის სურს
ვებერი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება არავის სურს
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. არც ევროკავშირს და არც თურქეთს არ სურთ, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს, განაცხადა ევროპარლამენტის წამყვანი ფრაქციის –... 29.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-29T10:12+0400
2023-05-29T10:12+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
ევროკავშირი
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268374424_0:320:3071:2048_1920x0_80_0_0_fec0c20f849c2643adf9c7ed4fcedfbd.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. არც ევროკავშირს და არც თურქეთს არ სურთ, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს, განაცხადა ევროპარლამენტის წამყვანი ფრაქციის – „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ მანფრედ ვებერმა.მისი თქმით, ევროკავშირი ღიაა მეზობლებთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ახლა გაერთიანებას თურქეთთან თანამშრომლობა ისეთ საკითხებზე სჭირდება, როგორებიცაა უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევა, მიგრაციული პოლიტიკა, ეკონომიკური მოდერნიზაცია და კვიპროსის საკითხი.ვებერის აზრით, ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს „ეს პროცესი, ვინაიდან ის უფრო ბლოკავს, ვიდრე ხელს უწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას“.თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი 1987 წლის აპრილში შეიტანა. 1999 წელს ევროპულმა საბჭომ თურქეთი კანდიდატ ქვეყნად ცნო, 2005 წელს კი მოლაპარაკებები დაიწყო ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებაზე. თუმცა უკვე რამდენიმე წელია, რაც მოლაპარაკებები პრაქტიკულად გაყინულია.
თურქეთი
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268374424_171:276:2534:2048_1920x0_80_0_0_8581e58c8de81be771d0adf404b583bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
თურქეთი , ევროკავშირი , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , ევროკავშირი , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. არც ევროკავშირს და არც თურქეთს არ სურთ, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს, განაცხადა ევროპარლამენტის წამყვანი ფრაქციის – „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ მანფრედ ვებერმა.
მისი თქმით, ევროკავშირი ღიაა მეზობლებთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ახლა გაერთიანებას თურქეთთან თანამშრომლობა ისეთ საკითხებზე სჭირდება, როგორებიცაა უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევა, მიგრაციული პოლიტიკა, ეკონომიკური მოდერნიზაცია და კვიპროსის საკითხი.
„ბოლო წლებმა აჩვენა, რომ მჭიდრო პარტნიორობა მნიშვნელოვანია, მაგრამ თურქეთის სრულფასოვანი გაწევრიანება ევროკავშირში არავის სურს — არც თურქეთს და არც ევროკავშირს“, — აღნიშნა ვებერმა მედიაჯგუფ Funke-სთან ინტერვიუში არჩევნების მეორე ტურში ერდოღანის გამარჯვების კომენტირებისას.
ვებერის აზრით, ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს „ეს პროცესი, ვინაიდან ის უფრო ბლოკავს, ვიდრე ხელს უწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას“.
თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი 1987 წლის აპრილში შეიტანა. 1999 წელს ევროპულმა საბჭომ თურქეთი კანდიდატ ქვეყნად ცნო, 2005 წელს კი მოლაპარაკებები დაიწყო ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებაზე. თუმცა უკვე რამდენიმე წელია, რაც მოლაპარაკებები პრაქტიკულად გაყინულია.