https://sputnik-georgia.com/20230529/saqartvelo-rusettan-konfliqtis-semtxvevasi-marto-darceba-parlamentis-spikeri-278115385.html
საქართველო რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში მარტო დარჩება - პარლამენტის სპიკერი
საქართველო რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში მარტო დარჩება - პარლამენტის სპიკერი
Sputnik საქართველო
სწორედ იმიტომ ვსაუბრობთ ომის საფრთხეზე, რათა მოქალაქეებმაც და პოლიტიკურმა ლიდერებმაც გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 29.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-29T21:17+0400
2023-05-29T21:17+0400
2023-05-31T14:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263180184_0:157:1920:1237_1920x0_80_0_0_d1243e51b4931f361925a66e99b43573.jpg
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოში ომის რისკის გადაჭარბება შეუძლებელია და ხელისუფლება მის საფრთხეზე საუბრობს, რათა მოქალაქეებმაც და პოლიტიკოსებმაც გაითავისონ თავიანთი პასუხისმგებლობა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას გააკრიტიკა ქვეყნის ხელისუფლება და განაცხადა, რომ საკუთარ საზოგადოებაში ომის შიშის დანერგვა ან ამით მანიპულირება არ შეიძლება გახდეს წარმატებული მმართველობის ფორმულა.ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მანამდე პაპუაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს ფაქტობრივად ნიშნავს მოწოდებას ესკალაციისა და სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვისკენ.„საქართველოს ომში ჩართვას ყველა ჯერზე პროვოკაციებით ახერხებდნენ. ჩვენ იმიტომ ვსაუბრობთ ომის საფრთხეზე, რომ მოქალაქეებმაც და პოლიტიკურმა ლიდერებმაც გაიაზრონ პასუხისმგებლობა. ჩვენ ყოველთვის ადვილად ავყვებოდით ხოლმე ემოციებს, უნდა ვეცადოთ, მოვთოკოთ გრძნობები და ვიმოქმედოთ ცივი გონებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.როგორც სპიკერმა აღნიშნა, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დასავლეთს არათუ შესაბამისი რეაქცია არ ჰქონია და სანქციები არ დაუწესებია რუსეთისთვის, პირიქით, გადატვირთვის პოლიტიკა და სტრატეგიული მილსადენების პროექტების განხორციელება დაიწყეს მოსკოვთან.მიკერძოებული თუ პრინციპული: რეაქციები „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტთან დაკავშირებით >>ჩვენ დასავლელ პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენ უკვე გამოვიარეთ 2008 წელს და ახლა მათ ხელი უნდა შეუწყონ, რომ ასეთი რისკის ქვეშ კიდევ ერთხელ არ აღმოვჩნდეთ, აღნიშნა პაპუაშვილმა.„ქართულ ოცნება“ უარს აცხადებს პრეზიდენტთან პოლემიკაში შესვლასა და კრიტიკაზე >>უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ატარებს გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263180184_14:142:1531:1280_1920x0_80_0_0_54707227004d7dec2d4884288afd103d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში მარტო დარჩება - პარლამენტის სპიკერი
21:17 29.05.2023 (განახლებულია: 14:36 31.05.2023) სწორედ იმიტომ ვსაუბრობთ ომის საფრთხეზე, რათა მოქალაქეებმაც და პოლიტიკურმა ლიდერებმაც გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოში ომის რისკის გადაჭარბება შეუძლებელია და ხელისუფლება მის საფრთხეზე საუბრობს, რათა მოქალაქეებმაც და პოლიტიკოსებმაც გაითავისონ თავიანთი პასუხისმგებლობა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას გააკრიტიკა ქვეყნის ხელისუფლება და განაცხადა, რომ საკუთარ საზოგადოებაში ომის შიშის დანერგვა ან ამით მანიპულირება არ შეიძლება გახდეს წარმატებული მმართველობის ფორმულა.
„ის ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას" ომით დაშინების პოლიტიკა აქვს და თითქოს ეს ყველაფერი მანიპულაციაა... შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ჩვენ რამეს ვაზვიადებთ. საუბარი იმაზე, რომ ომი თეორიული რისკია, რეალობისგან შორს დგას“, – განაცხადა პაპუაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მანამდე პაპუაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს ფაქტობრივად ნიშნავს მოწოდებას ესკალაციისა და სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვისკენ.
„საქართველოს ომში ჩართვას ყველა ჯერზე პროვოკაციებით ახერხებდნენ. ჩვენ იმიტომ ვსაუბრობთ ომის საფრთხეზე, რომ მოქალაქეებმაც და პოლიტიკურმა ლიდერებმაც გაიაზრონ პასუხისმგებლობა. ჩვენ ყოველთვის ადვილად ავყვებოდით ხოლმე ემოციებს, უნდა ვეცადოთ, მოვთოკოთ გრძნობები და ვიმოქმედოთ ცივი გონებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დასავლეთს არათუ შესაბამისი რეაქცია არ ჰქონია და სანქციები არ დაუწესებია რუსეთისთვის, პირიქით, გადატვირთვის პოლიტიკა და სტრატეგიული მილსადენების პროექტების განხორციელება დაიწყეს მოსკოვთან.
„გარწმუნებთ, თუ საქართველოში რუსეთი ისევ წამოიწყებს ესკალაციას, ჩვენთან ერთად აქ არავინ იბრძოლებს, ჩვენ მარტონი ვიქნებით. ვუყურებთ უკრაინას და ვხედავთ, რომ არავინ იბრძვის უკრაინელი ხალხის გვერდით, ან მათ ნაცვლად. მაქსიმუმი, რაც შეიძლება დასავლეთმა გააკეთოს, იარაღის მიწოდებაა. კი, აწვდიან იარაღს, მაგრამ უკრაინის მიწაზე მხოლოდ უკრაინელების სისხლი იღვრება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ჩვენ დასავლელ პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენ უკვე გამოვიარეთ 2008 წელს და ახლა მათ ხელი უნდა შეუწყონ, რომ ასეთი რისკის ქვეშ კიდევ ერთხელ არ აღმოვჩნდეთ, აღნიშნა პაპუაშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ატარებს გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა.