„ქართული ოცნება“ უარს აცხადებს პრეზიდენტთან პოლემიკაში შესვლასა და კრიტიკაზე

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების" ოფისი
„ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2023
გამოწერა
ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არ გააკრიტიკებს და არ შევა პოლემიკაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმედებები ბოლო დროს ხასიათდება როგორც უაღრესად არაობიექტური და პოლიტიკურად მიკერძოებული, ნათქვამია პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი სულ უფრო ხშირად აკეთებს განცხადებებს, რომლებიც აღიქმება და ფასდება უარყოფითად, უპირველეს ყოვლისა, ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდან, რომელმაც „ქართული ოცნების" მოწოდების საფუძველზე მას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირა.

„მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ აღქმასა და შეფასებას აქვს მყარი ობიექტური საფუძველი, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, გამოვეხმაუროთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს", – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაზე, აღნიშნულია განცხადებაში.
მმართველ პარტიაში ასევე განმარტეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა ზურაბიშვილის კანდიდატურას სწორედ იმ მოლოდინით, რომ იგი სათანადოდ შეასრულებდა ზეპარტიული პრეზიდენტის ფუნქციას საპარლამენტო მთავრობაში.

„სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა სხვა გზა აირჩია და უკანასკნელი ორი წლის მანძილზე მან მკაფიოდ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ", – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც პარტიის პოლიტსაბჭოში აღნიშნეს, როდესაც ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ მას მკაფიოდ განუმარტა საკუთარი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში მხარდაჭერის მიუხედავად, მას არ უნდა ჰქონოდა არავითარი ვალდებულება მმართველი პარტიის წინაშე.
„ქართული ოცნება“ ამ მიდგომას სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადების დღიდან სრულად იცავდა და დღემდე იცავს, აღნიშნეს პარტიაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისგან პრინციპულად უნდა შევიკავოთ თავი", – ნათქვამია განცხადებაში.

მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა, თავის მხრივ, ხელი არ შეუწყოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამ მიზნით „ქართული ოცნება" თავს ვალდებულად თვლის არავის მისცეს პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება.
„ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს... ჩვენი ვალია ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების დარჩენილი წელიწად-ნახევრის მანძილზე შევუნარჩუნოთ თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამითაც არის ნაკარნახევი ჩვენი გადაწყვეტილება, არ შევიდეთ პოლემიკაში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან", – აღნიშნულია განცხადებაში.
მმართველ პარტიაში იმედი გამოთქვეს, რომ ზურაბიშვილი ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან კიდევ უფრო მძაფრ კონფრონტაციაში არ შევა.
„ქართული ოცნება“ მზადაა საქართველოს პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს“, – აღნიშნულია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
„ქართული ოცნების" და პრეზიდენტის ურთიერთობები
ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტსა და Georgian Airways-ს შორის კონფლიქტი დაგმო>>>
მიმდინარე თვის დასაწყისში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ღიად გამოვიდა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, მან რუსეთში ფრენების დაწყების გამო ავიაკომპანია Georgian Airways-ს ბოიკოტი გამოუცხადა. თავის მხრივ, ავიაკომპანიის დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა ზურაბიშვილი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ კომპანიის თვითმფრინავები პრეზიდენტს არ მოემსახურება, ვიდრე იგი ქართველ ხალხს ბოდიშს არ მოუხდის.
მანამდე, პარლამენტში ბოლო გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევაში და მცდელობაში, დაარწმუნოს მოსახლეობა იმაში, თითქოს ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
პრეზიდენტის თქმით, 2021 წლიდან დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში ვერ მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტი განცხადებებს „გლობალური ომის პარტიის" გავლენით აკეთებს.
საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილებები უკიდურესად შეზღუდულია.
ყველა ახალი ამბავი
0