https://sputnik-georgia.com/20230529/mikerzoebuli-tu-principuli-reaqciebi-ocnebis-gadawyvetilebaze-prezidenttan-dakavsirebit-278111617.html
მიკერძოებული თუ პრინციპული: რეაქციები „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტთან დაკავშირებით
მიკერძოებული თუ პრინციპული: რეაქციები „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტთან დაკავშირებით
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არაობიექტური და პოლიტიკურად მიკერძოებულია. 29.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-29T18:55+0400
2023-05-29T18:55+0400
2023-05-29T22:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324039_0:115:3235:1934_1920x0_80_0_0_726635729ac5ad726b8d9302798715f0.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრინციპულია და მასზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე პასუხად.განცხადებაში ნათქვამია, რომ რადგან „ქართულ ოცნებას“ ეკისრება პასუხისმგებლობა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაზე, ის არ გააკრიტიკებს პრეზიდენტს და არ შევა მასთან პოლემიკაში მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმედებები ბოლო დროს ხასიათდება როგორც უაღრესად არაობიექტური და პოლიტიკურად მიკერძოებული – რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ.მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მხრიდან კრიტიკას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს.„თუ პრეზიდენტის კრიტიკა უსამართლოა, მაშინ მათ გარკვეული არგუმენტები უნდა გააჩნდეთ. თუ პრეზიდენტის კრიტიკა სამართლიანია, ჩვეულებრივად უნდა მიიღონ“, – აღნიშნა მსხილაძემ.მსხილაძის თქმით, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ განცხადებები პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვის შესახებ „სიტყვით ერთია და მოქმედებით აბსოლუტურად სხვაა“.„პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობენ, ვერ ვხდები, რადგან საქმით სხვას აკეთებენ“, – აღნიშნა მსხილაძემ.მსხილაძემ ასევე კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის მაქსიმალურად ხელი შეუწყოს საქართველოს პრეზიდენტს ხალხთან დაპირისპირების გაღრმავების თავიდან აცილებაში.„ქართულ ოცნება“ უარს აცხადებს პრეზიდენტთან პოლემიკაში შესვლასა და კრიტიკაზე >>არანაირი პოლემიკამიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტთან პოლემიკაზე უარი თქვა, მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს, თბილისის მერ კახა კალაძეს მაინც მოუწია კითხვებზე პასუხის გაცემა და განმარტებების გაკეთება.კალაძის თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია უნდა ატარებდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ამ ქვეყნის განვითარებისთვის დგამდეს შესაბამის ნაბიჯებს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს გაცნობიერებული.მისი თქმით, ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება ზურაბიშვილის დასაშინებლად არ გაუკეთებია.სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის დეკემბერში გახდა. მან არჩევნები მეორე ტურში როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიგო, მაგრამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აქტიური მხარდაჭერით. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის უფლებამოსილებები უკიდურესად შეზღუდულია.რატომ ახლა„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება შესაძლოა ერთგვარი პრევენცია იყოს ზურაბიშვილის გამოსვლის წინ ევროპარლამენტში, რომელიც 31 მაისს გაიმართება, მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ 31 მაისს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში სახელმწიფოს ინტერესებს არ დააზიანებს.საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში - მმართველი პარტიის მოლოდინები >>საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გამგზავრებას და ევროპარლამენტში სიტყვის გამოსვლას გეგმავს. ეს გამოსვლა 18 აპრილს იყო დაგეგმილი, მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სტრასბურგში წასვლა მთავრობის მხრიდან ვიზიტზე თანხმობის ხელოვნური გაჭიანურების გამო გადაიდო. ამის საპასუხოდ მთავრობამ ზურაბიშვილს სიცრუეში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ თანხმობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვის დღესვე გაიცა.პრეზიდენტის და „ოცნების“ ურთიერთობაურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.პრეზიდენტი ზურაბიშვილი ღიად გამოვიდა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, მან რუსეთში ფრენების დაწყების გამო ავიაკომპანია Georgian Airways-ს ბოიკოტი გამოუცხადა. თავის მხრივ, ავიაკომპანიის დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა ზურაბიშვილი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ კომპანიის თვითმფრინავები პრეზიდენტს არ მოემსახურება, ვიდრე იგი ქართველ ხალხს ბოდიშს არ მოუხდის.პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტსა და Georgian Airways-ს შორის კონფლიქტი დაგმო >>მანამდე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში ბოლო გამოსვლისას მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევაში და მცდელობაში, დაარწმუნოს მოსახლეობა იმაში, თითქოს ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.პრეზიდენტის თქმით, 2021 წლიდან დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში ვერ მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი განცხადებებს „გლობალური ომის პარტიის“ გავლენით აკეთებს.ზურაბიშვილმა ბოლო მკვეთრი განცხადება მმართველი პარტიის მისამართით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გამართულ საზეიმო ცერემონიაზე გააკეთა, სადაც კვლავ შეეხო რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324039_251:0:2982:2048_1920x0_80_0_0_8b2d615a540a2123a77037b46f4fd38f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება
მიკერძოებული თუ პრინციპული: რეაქციები „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტთან დაკავშირებით
18:55 29.05.2023 (განახლებულია: 22:11 29.05.2023) „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არაობიექტური და პოლიტიკურად მიკერძოებულია.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრინციპულია და მასზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე პასუხად.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რადგან „ქართულ ოცნებას“ ეკისრება პასუხისმგებლობა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაზე, ის არ გააკრიტიკებს პრეზიდენტს და არ შევა მასთან პოლემიკაში მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმედებები ბოლო დროს ხასიათდება როგორც უაღრესად არაობიექტური და პოლიტიკურად მიკერძოებული – რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ.
„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტი ვერ გაიცნო და მისი ხასიათი ვერ გაიგო. მასზე პრევენცია და ზემოქმედება არ მოქმედებს. არ ვიცი, სიჯიუტეს პრინციპულობას ეძახით? პრეზიდენტი პრინციპული ნამდვილად არის", – განაცხადა მსხილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მხრიდან კრიტიკას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს.
„თუ პრეზიდენტის კრიტიკა უსამართლოა, მაშინ მათ გარკვეული არგუმენტები უნდა გააჩნდეთ. თუ პრეზიდენტის კრიტიკა სამართლიანია, ჩვეულებრივად უნდა მიიღონ“, – აღნიშნა მსხილაძემ.
მსხილაძის თქმით, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ განცხადებები პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვის შესახებ „სიტყვით ერთია და მოქმედებით აბსოლუტურად სხვაა“.
„პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობენ, ვერ ვხდები, რადგან საქმით სხვას აკეთებენ“, – აღნიშნა მსხილაძემ.
მსხილაძემ ასევე კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის მაქსიმალურად ხელი შეუწყოს საქართველოს პრეზიდენტს ხალხთან დაპირისპირების გაღრმავების თავიდან აცილებაში.
„ქართული ოცნების" განცხადებაში ბოლო წინადადება იყო, რომ შუამავლობა შეუძლიათ გაუწიონ პრეზიდენტს საზოგადოების ნაწილთან. პრეზიდენტი საზოგადოებას ნაწილებად არ ჰყოფს, ის ყველას პრეზიდენტია. დიდი მადლობა, როგორმე ჩვენ თვითონ გავაგრძელებთ საზოგადოებასთან ურთიერთობას“, – აღნიშნა მსხილაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტთან პოლემიკაზე უარი თქვა, მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს, თბილისის მერ კახა კალაძეს მაინც მოუწია კითხვებზე პასუხის გაცემა და განმარტებების გაკეთება.
კალაძის თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია უნდა ატარებდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ამ ქვეყნის განვითარებისთვის დგამდეს შესაბამის ნაბიჯებს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს გაცნობიერებული.
„ჩვენი მხრიდან ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვინდა პრეზიდენტთან შევიდეთ პოლემიკაში, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, და ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
მისი თქმით, ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება ზურაბიშვილის დასაშინებლად არ გაუკეთებია.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის დეკემბერში გახდა. მან არჩევნები მეორე ტურში როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიგო, მაგრამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აქტიური მხარდაჭერით. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის უფლებამოსილებები უკიდურესად შეზღუდულია.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება შესაძლოა ერთგვარი პრევენცია იყოს ზურაბიშვილის გამოსვლის წინ ევროპარლამენტში, რომელიც 31 მაისს გაიმართება, მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.
„იციან, რომ საქართველოს პრეზიდენტი აუცილებლად გააკრიტიკებს იმ ძალიან მძიმე პრორუსულ კურსს, რომელიც აღებული აქვს „ქართულ ოცნებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ხატია დეკანოიძემ.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ 31 მაისს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში სახელმწიფოს ინტერესებს არ დააზიანებს.
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გამგზავრებას და ევროპარლამენტში სიტყვის გამოსვლას გეგმავს. ეს გამოსვლა 18 აპრილს იყო დაგეგმილი, მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სტრასბურგში წასვლა მთავრობის მხრიდან ვიზიტზე თანხმობის ხელოვნური გაჭიანურების გამო გადაიდო. ამის საპასუხოდ მთავრობამ ზურაბიშვილს სიცრუეში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ თანხმობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვის დღესვე გაიცა.
პრეზიდენტის და „ოცნების“ ურთიერთობა
ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ღიად გამოვიდა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, მან რუსეთში ფრენების დაწყების გამო ავიაკომპანია Georgian Airways-ს ბოიკოტი გამოუცხადა. თავის მხრივ, ავიაკომპანიის დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა ზურაბიშვილი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ კომპანიის თვითმფრინავები პრეზიდენტს არ მოემსახურება, ვიდრე იგი ქართველ ხალხს ბოდიშს არ მოუხდის.
მანამდე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში ბოლო გამოსვლისას მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევაში და მცდელობაში, დაარწმუნოს მოსახლეობა იმაში, თითქოს ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
პრეზიდენტის თქმით, 2021 წლიდან დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში ვერ მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი განცხადებებს „გლობალური ომის პარტიის“ გავლენით აკეთებს.
ზურაბიშვილმა ბოლო მკვეთრი განცხადება მმართველი პარტიის მისამართით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გამართულ საზეიმო ცერემონიაზე გააკეთა, სადაც კვლავ შეეხო რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს.