https://sputnik-georgia.com/20230527/27-maiss-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-278037061.html
27 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
27 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 27 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები... 27.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-27T00:15+0400
2023-05-27T00:15+0400
2023-05-27T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23798/15/237981528_0:143:7361:4283_1920x0_80_0_0_0c626514087b6c8b1ac3601ae9c9b265.jpg
გაეცანით 27 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვისწარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ21-31 მაისი21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.27 მაისს დაბადებულები27 მაისს დაბადებულები მიზანსწრაფული და ძლიერი ადამიანები არიან. მათ ცხოვრებაში მრავალი მოულოდნელი რამ ხდება - როგორც სასიამოვნო, ისე არცთუ სასიამოვნო. ეს ადამიანები გამოირჩევიან სიჯიუტით, თავშეუკავებლობითა და მოუთმენლობით, რაც ხშირად უშლის ხელს მიზნების მიღწევაში. ბედნიერნი იქნებიან, თუ სიმდიდრესა და ძალაუფლებას მიაღწევენ, მაგრამ უნდა ერიდონ მატყუარა მლიქვნელ ადამიანებს, რომლებიც მრავლად შეხვდებათ ცხოვრების გზაზე.27 მაისს დაბადებულები ორ კატეგორიად შეიძლება დავყოთ: ისინი, ვინც საკუთარ განვითარებაზე ზრუნავენ და ისინი, ვინც იდეისა და საზოგადოების ერთგულნი არიან. ორივე კატეგორიის წარმომადგენლები ერთნაირი გზნებით მიჰყვებიან არჩეულ გზას. ამ ადამიანებს ურთიერთობების პათოლოგიური მოთხოვნილება აქვთ. უმრავლეს შემთხვევებში არ უყვართ დუმილი, საკუთარ აზრს გამოთქვამენ ხმამაღლა და ხანდახან - მკვეთრადაც.ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>27 მაისს დაბადებულებისთვის გარდამტეხი მომენტები დგება, როდესაც 28-30 ან 40-44 წლისანი არიან. ამ პერიოდში მათ უწევთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება თავიანთი მომავლის, უმეტესად, კარიერის შესახებ. არჩევნის გაკეთება აუცილებელი ხდება. ეს ადამიანები ან სრული კონსერვატორებად, ან ძალზე ქარიზმატულ პიროვნებებად ყალიბდებიან, რომელთაც გარშემომყოფებზე ძლიერი გავლენის მოხდენის უნარი აქვთ.ამ დღეს დაბადებულებს უდიდესი სიყვარული და სწრაფვა აქვთ საკუთარი საქმის მიმართ, შეუძლიათ წლების განმავლობაში იმუშაონ საზოგადოების მხრიდან აღიარების გარეშე. უმეტეს შემთხვევებში, მათ უდიდესი წარმატების მიღწევა შეუძლიათ, როდესაც მშობლიური ადგილებიდან შორს იმყოფებიან. მათში ჩადებულია მოგზაურობის უძლიერესი მოთხოვნილება. რა თქმა უნდა, სახლიდან შორს ყოფნა გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული, მაგრამ მათთვის სირთულეებთან გამკლავება, ახალ ვითარებასთან ადაპტაცია ერთგვარი „სასწავლო პროგრამაა“.ჯანმრთელობა27 მაისს დაბადებულები იმდენად არიან გატაცებული თავიანთი სამუშაოთი, რომ სრულებით ავიწყდებათ სპორტი და ფიზიკური ვარჯიში. ასევე, მათ შორის ხშირად გვხდებიან ისინი, ვინც თამბაქოსა და ალკოჰოლს ეძალება. მათთვის პრობლემა შეიძლება გახდეს სისტემატური დეპრესია, როდესაც ოთახში განმარტოებით იკეტებიან და ადამიანებთან ურთიერთობების სურვილი უქრებათ.რჩევა:თუნდაც არ გიყვარდეთ სხვისი მოსაზრების მოსმენა, ეცადეთ, არ დაგავიწყდეთ ზნეობრიობის საკუთარი კრიტერიუმები. დაფიქრდით თქვენს შეცდომებზე და იმაზე, თუ რა რეაქციას გამოიწვევს თქვენი საქციელი საზოგადოებაში.
https://sputnik-georgia.com/20220521/tyupi-zogadi-daxasiateba-zodiaqo-266799195.html
https://sputnik-georgia.com/20230525/rogor-moqmedebs-zodiaqos-nisani-tqvens-sasiyvarulo-urtiertobebze-278004133.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23798/15/237981528_730:0:6629:4424_1920x0_80_0_0_b0596c8b3a380ac3d21947d2c8d21b1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
გაეცანით 27 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.
მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.
21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.
27 მაისს დაბადებულები მიზანსწრაფული და ძლიერი ადამიანები არიან. მათ ცხოვრებაში მრავალი მოულოდნელი რამ ხდება - როგორც სასიამოვნო, ისე არცთუ სასიამოვნო. ეს ადამიანები გამოირჩევიან სიჯიუტით, თავშეუკავებლობითა და მოუთმენლობით, რაც ხშირად უშლის ხელს მიზნების მიღწევაში. ბედნიერნი იქნებიან, თუ სიმდიდრესა და ძალაუფლებას მიაღწევენ, მაგრამ უნდა ერიდონ მატყუარა მლიქვნელ ადამიანებს, რომლებიც მრავლად შეხვდებათ ცხოვრების გზაზე.
27 მაისს დაბადებულები ორ კატეგორიად შეიძლება დავყოთ: ისინი, ვინც საკუთარ განვითარებაზე ზრუნავენ და ისინი, ვინც იდეისა და საზოგადოების ერთგულნი არიან. ორივე კატეგორიის წარმომადგენლები ერთნაირი გზნებით მიჰყვებიან არჩეულ გზას. ამ ადამიანებს ურთიერთობების პათოლოგიური მოთხოვნილება აქვთ. უმრავლეს შემთხვევებში არ უყვართ დუმილი, საკუთარ აზრს გამოთქვამენ ხმამაღლა და ხანდახან - მკვეთრადაც.
27 მაისს დაბადებულებისთვის გარდამტეხი მომენტები დგება, როდესაც 28-30 ან 40-44 წლისანი არიან. ამ პერიოდში მათ უწევთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება თავიანთი მომავლის, უმეტესად, კარიერის შესახებ. არჩევნის გაკეთება აუცილებელი ხდება. ეს ადამიანები ან სრული კონსერვატორებად, ან ძალზე ქარიზმატულ პიროვნებებად ყალიბდებიან, რომელთაც გარშემომყოფებზე ძლიერი გავლენის მოხდენის უნარი აქვთ.
ამ დღეს დაბადებულებს უდიდესი სიყვარული და სწრაფვა აქვთ საკუთარი საქმის მიმართ, შეუძლიათ წლების განმავლობაში იმუშაონ საზოგადოების მხრიდან აღიარების გარეშე. უმეტეს შემთხვევებში, მათ უდიდესი წარმატების მიღწევა შეუძლიათ, როდესაც მშობლიური ადგილებიდან შორს იმყოფებიან.
მათში ჩადებულია მოგზაურობის უძლიერესი მოთხოვნილება. რა თქმა უნდა, სახლიდან შორს ყოფნა გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული, მაგრამ მათთვის სირთულეებთან გამკლავება, ახალ ვითარებასთან ადაპტაცია ერთგვარი „სასწავლო პროგრამაა“.
27 მაისს დაბადებულები იმდენად არიან გატაცებული თავიანთი სამუშაოთი, რომ სრულებით ავიწყდებათ სპორტი და ფიზიკური ვარჯიში. ასევე, მათ შორის ხშირად გვხდებიან ისინი, ვინც თამბაქოსა და ალკოჰოლს ეძალება. მათთვის პრობლემა შეიძლება გახდეს სისტემატური დეპრესია, როდესაც ოთახში განმარტოებით იკეტებიან და ადამიანებთან ურთიერთობების სურვილი უქრებათ.
თუნდაც არ გიყვარდეთ სხვისი მოსაზრების მოსმენა, ეცადეთ, არ დაგავიწყდეთ ზნეობრიობის საკუთარი კრიტერიუმები. დაფიქრდით თქვენს შეცდომებზე და იმაზე, თუ რა რეაქციას გამოიწვევს თქვენი საქციელი საზოგადოებაში.