https://sputnik-georgia.com/20230526/ucxoetis-qveynebis-sagareo-uwyebebma-saqartvelos-damoukideblobisdre-miuloces-278053065.html
სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს
სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს
Sputnik საქართველო
წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანია „თავისუფლების სიყვარულით“. 26.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-26T19:16+0400
2023-05-26T19:16+0400
2023-05-26T21:19+0400
საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1a/278051932_0:132:1280:852_1920x0_80_0_0_4e5806ceb041b4da4979a97a0bb9fd8e.jpg
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. თითქმის ორი ათეული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავიანთ ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.მისალოცი წერილები ქართული საგარეო უწყების ხელმძღვანელს გამოუგზავნეს პოლონეთის, რუმინეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, დანიის, საბერძნეთის, გერმანიის, სერბეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, უნგრეთის, სომხეთის, ბელარუსის, ისრაელის, თურქეთის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.„სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას, ხოლო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს ჩვენს მტკიცე ვალდებულებას თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის წერილში.ფაშინიანი: სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია>>უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თავის წერილში ყურადღება ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერაზე გაამახვილა.„გასულ წელს ურთიერთობები ჩვენ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა, ხოლო ოქტომბერში დაგეგმილი სამთავრობო სამიტი ჩვენს ურთიერთობებს დამატებით იმპულსს მისცემს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დავეხმარებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის უმოკლეს ვადებში მიღებაში“, – დაწერა სიიარტომ.საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.ილჰამ ალიევი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს>>„აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრისა და მეზობლის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“ – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების წერილში.წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „თავისუფლების სიყვარულით“.26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.Google-მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური დუდლი გამოუშვამთელი საქართველოს მასშტაბით ზუსტად 17:10 საათზე, როდესაც ნოე ჟორდანიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.დღეს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის გასართობი სპეციალური ზონები მოეწყო. ცალკე მოეწყო ქართული ღვინის კუთხე და ღია კაფეები. დაგეგმილია სხვადასხვა კონცერტი და თეატრალური შოუ.დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სიმბოლურად პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1a/278051932_87:0:1223:852_1920x0_80_0_0_c0791d97336f048ad18096ca1340ba17.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა
სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს
19:16 26.05.2023 (განახლებულია: 21:19 26.05.2023) წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანია „თავისუფლების სიყვარულით“.
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. თითქმის ორი ათეული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავიანთ ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
მისალოცი წერილები ქართული საგარეო უწყების ხელმძღვანელს გამოუგზავნეს პოლონეთის, რუმინეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, დანიის, საბერძნეთის, გერმანიის, სერბეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, უნგრეთის, სომხეთის, ბელარუსის, ისრაელის, თურქეთის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
„სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას, ხოლო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს ჩვენს მტკიცე ვალდებულებას თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის წერილში.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თავის წერილში ყურადღება ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერაზე გაამახვილა.
„გასულ წელს ურთიერთობები ჩვენ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა, ხოლო ოქტომბერში დაგეგმილი სამთავრობო სამიტი ჩვენს ურთიერთობებს დამატებით იმპულსს მისცემს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დავეხმარებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის უმოკლეს ვადებში მიღებაში“, – დაწერა სიიარტომ.
საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრისა და მეზობლის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“ – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების წერილში.
წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „თავისუფლების სიყვარულით“.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
მთელი საქართველოს მასშტაბით ზუსტად 17:10 საათზე, როდესაც ნოე ჟორდანიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.
დღეს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის გასართობი სპეციალური ზონები მოეწყო. ცალკე მოეწყო ქართული ღვინის კუთხე და ღია კაფეები. დაგეგმილია სხვადასხვა კონცერტი და თეატრალური შოუ.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სიმბოლურად პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.