https://sputnik-georgia.com/20230526/-------278042644.html
ფაშინიანი: სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია
ფაშინიანი: სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს... 26.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-26T18:50+0400
2023-05-26T18:50+0400
2023-05-26T21:13+0400
საქართველო
სომხეთი
პოლიტიკა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1a/263902761_0:190:3060:1911_1920x0_80_0_0_ba6306e5c5c3bec2000563cd23819193.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გამოუგზავნა.საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.საქართველოს პრეზიდენტისადმი მისალოც გზავნილში ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების გაღრმავება სომხეთის მთავრობის პრიორიტეტია.ფაშინიანის თქმით, საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ამ დღეს ქართველმა ხალხმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობის აღდგენისკენ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ასაშენებლად და დღესაც თავდაჯერებულად აგრძელებს ამ გზას.სომხეთის მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილისადმი წერილში ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია და ასე დარჩება მომავალშიც.როგორც სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, გზა სახელმწიფოებრიობისკენ ყოველთვის არ იყო მარტივი, მაგრამ სომეხმა და ქართველმა ხალხებმა თანმიმდევრული ბრძოლის წყალობით დაადასტურეს თავიანთი უფლება დამოუკიდებელ სახელმწიფოზე.„ვსარგებლობ შემთხვევით და გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ შრომას, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობასა და წინსვლას“, – ნათქვამია წერილში.26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1a/263902761_172:235:2573:2036_1920x0_80_0_0_6a5231cf8be9ba77ccc8874525d02aa6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , ახალი ამბები
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გამოუგზავნა.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
საქართველოს პრეზიდენტისადმი მისალოც გზავნილში ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების გაღრმავება სომხეთის მთავრობის პრიორიტეტია.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და, ვიმედოვნებ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაგრძელდება და განვითარდება ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ", – ნათქვამია ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილში.
ფაშინიანის თქმით, საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ამ დღეს ქართველმა ხალხმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობის აღდგენისკენ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ასაშენებლად და დღესაც თავდაჯერებულად აგრძელებს ამ გზას.
სომხეთის მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილისადმი წერილში ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია და ასე დარჩება მომავალშიც.
„დარწმუნებული ვარ, არსებული თანამშრომლობის პოტენციალი და ორი მეგობარი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავების მონდომება გააგრძელებს ძმური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას და ახალ ბიძგს მისცემს სომეხ და ქართველ ხალხებს შორის ამ ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას. ძალიან ვაფასებ მეგობარი საქართველოს მიღწევებს", – ნათქვამია წერილში.
როგორც სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, გზა სახელმწიფოებრიობისკენ ყოველთვის არ იყო მარტივი, მაგრამ სომეხმა და ქართველმა ხალხებმა თანმიმდევრული ბრძოლის წყალობით დაადასტურეს თავიანთი უფლება დამოუკიდებელ სახელმწიფოზე.
„ვსარგებლობ შემთხვევით და გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ შრომას, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობასა და წინსვლას“, – ნათქვამია წერილში.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.