26 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC BY-SA 2.0 / Guy Dickinson / Star Trailsვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2023
გამოწერა
გაეცანით 26 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
21-31 მაისი
21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.
მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.
ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.
21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.
ზოდიაქოს ნიშანი ტყუპი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2022
ტყუპი – ინტელექტუალი, ორბუნებოვანი, ცვალებადი, გამჭრიახი – ზოგადი დახასიათება
26 მაისს დაბადებულები
26 მაისს დაბადებულების ცხოვრებას, პირველ რიგში, მათი დაბადებისა და აღზრდის ვითარება განსაზღვრავს. თუ ნეგატიური გავლენა დიდი იქნება, ეს ადამიანები სასტიკი, ანგარიშიანი და უსულო, ახლობლებთან ურთიერთობებში გულგრილი გახდებიან.
ამ დღეს დაბადებულებს თანდაყოლილი მომხიბლაობა აქვთ. გარეგნულად ჩანს, რომ ეს ადამიანები ტრადიციული და კონსერვატიული შეხედულებებისა არიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ ცხოვრებაში ხშირად აქვს ადგილი უცნაურ და ექსტრავაგანტულ საქციელს. იმპულსურობა მათში სურვილს აღძრავს, რაიმე სასტიკ ავანტიურაში ჩაებან, რომელიც არცთუ ცოტა მსხვერპლს მოითხოვს.
ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის>>
დამოუკიდებლად მუშაობისკენ სწრაფვა და მზაობა, რომ გათავისუფლდნენ სხვადასხვა შებოჭილობისგან ხშირად იწვევს კონფლიქტს ქცევის საზოგადოდ დადგენილ წესებთან. ამით 26 მაისს დაბადებულები ინარჩუნებენ წონასწორობას დაშვებულის ზღვარზე, რისკავენ და მოქმედებენ იმგვარად, რომ მათი საქციელი კრიმინალურ მოქმედებებს ესაზღვრება. ასეთი სწრაფვის გამო ისინი ძალზე პოპულარული არიან საზოგადოებაში, რაც ამ დღეს დაბადებულებს უარყოფითი ლიდერის როლის შესრულების საშუალებასაც აძლევს.
26 მაისს დაბადებულები თავისთავად ბოროტი ადამიანები არ არიან, ხშირად არიან გაჭირვებულების საყრდენი. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა სხვებისგან - ეს პასუხისმგებლობაა, რომელიც თვითონ ყოველთვის არ გააჩნიათ და ამ გრძნობისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში იბრძვიან.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2023
ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
26 მაისს დაბადებულები სერიოზული ადამიანები არიან, ცხოვრებას სიფრთხილითა და დაკვირვებით უყურებენ. ხანდახან ახლობლებსა და მეგობრებს სურთ, რომ მათ სინამდვილე უფრო მარტივად აღიქვან. მათთვის ცნება ბედნიერება, როგორც სულიერი მდგომარეობა, არ არსებობს, რადგან მათი სწრაფვა ბრძოლისკენ და კონფლიქტების ძიებისკენ ყოველთვის დომინირებს მათ ცხოვრებაში.
ამ დღეს დაბადებულები ზედმეტად გულგახსნილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ, სინამდვილეში, ისინი თავიანთ შინაგან სამყაროს ძალიან უფრთხილდებიან; ხშირად არიან იზოლირებული გარესამყაროსგან და მარტოობას ამჯობინებენ, რადგან თავიანთი ნამდვილი ემოციების დაფარვა უჭირთ. მათ ასევე პრობლემების გადაჭრის საკუთარი მანერა აქვთ - გარშემომყოფებს შთაბეჭდილება რჩებათ, რომ ისინი ამ პრობლემებს ვერც ამჩნევენ.
უმეტესად, 26 მაისს დაბადებულები მაქსიმალისტები არიან და ცხოვრებას „შავ-თეთრ" ფერებად ყოფენ. ამ ადამიანებს რთული, ღრმა ხასიათი აქვთ, რომელში გარკვევაც ჭირს.
რომელი პროფესია შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
ჯანმრთელობა
26 მაისს დაბადებულებს ჩვევად აქვთ, ყურადღება არ მიაქციონ სხვადასხვა დაავადების სიმპტომებს მანამ, სანამ უკვე გვიანი არ იქნება. ცხოვრებისეული ჩვევებისა და სტილის შეცვლა მათ არ უყვართ, ამიტომ იმაში დარწმუნება, რომ ექიმს მიაკითხონ, ძალზე რთულია. ასევე, მათ ყურადღება უნდა მიაქციონ კვებას და მკაცრად უნდა აკონტროლონ ის. მათ ხასიათს კარგად შეესატყვისება სპორტის აქტიური სახეობები.
რჩევა:
უნდა შეასუსტოთ მომთხოვნელობა როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. ნუ დააკნინებთ ბედნიერების მნიშვნელობას. უნდა შეიძინოთ მეტი სიბრძნე და დადუმდეთ, როცა ღიად, პროვოკაციულად გიწვევენ აგრესიაზე.
ყველა ახალი ამბავი
0