თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი კორპუსი ექნება

© photo: Sputnik / Stringerივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2023
გამოწერა
უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი პირველ და მეორე კორპუსებს შორის აშენდება.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. უახლოეს მომავალში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობა დაიწყება, განაცხადეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურში.
განათლების მინისტრი თსუ-ში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო, სადაც ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მიიღო.
ახალი შენობა თსუ-ის პირველ და მეორე კორპუსებს შორის განთავსდება. ტერიტორიაზე ასევე გაჩნდება სტუდენტური სივრცე. ახალი შენობის აშენება მთლიანად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
რექტორმა მინისტრს აჩვენა ის ადგილი, სადაც ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი აშენდება.
შენობის არქიტექტურული პროექტის მოსამზადებლად ღია კონკურსი გამოცხადდა, სადაც მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. საპროექტო კონცეფციის შემუშავების დროს საჭიროა არქიტექტურული კონტექსტის გათვალისწინება.
თსუ სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელს ააშენებს>>
2023 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ თსუ 350 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს. ის ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე აშენდება და მთლიანად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება.
სტუდენტური საერთო საცხოვრებლის დამთავრება 2024 წლისთვის იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0