თსუ სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელს ააშენებს

© photo: Sputnik / Stringerთსუ
თსუ - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2022
გამოწერა
სტუდენტებმა კომისიის წევრებთან ერთად ორი პოტენციური ობიექტი დაათვალიერეს, სადაც სტუდენტური საერთო საცხოვრებელი შეიძლება აშენდეს, განაცხადეს სტუდენტურ მოძრაობაში
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ პროტესტის შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს, ნათქვამია სტუდენტური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღირსეული სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენება ზაფხულში დაწყებული სტუდენტური საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2 მაისიდან აუდიტორიაში სწავლების განახლება გამოაცხადა, სტუდენტებმა სემესტრის ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელება მოითხოვეს, რადგან მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა იქირაონ თბილისში ბინები, რომელიც ბოლო დროს ძალიან გაძვირდა.
„უნივერსიტეტში შეიქმნა ორი სამუშაო კომისია, რომელიც სტუდენტებთან ერთად მიწისა და კალკულაციის საკითხებს შეისწავლის, ხოლო დასკვნის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტუდენტური მოძრაობის ცნობით, 17 ნოემბერს ორი პოტენციური ობიექტი დაათვალიერეს - მე-11 კორპუსის გვერდით მდებარე ე.წ. ხიმინჯები და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ძველი შენობა.
სტუდენტების შეფასებით, პირველი ობიექტზე, რომლის ფართობია დაახლოებით 5000კვ.მ. შეუიარაღებელი თვალითაც ხილვადია, რომ ამ კონსტრუქციის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. შესაბამისად, საჭირო იქნება მისი დემონტაჟი და ახლის აშენება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხარჯებთან, რომელსაც, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ბიუჯეტი ვერ დაფარავს.
„ამიტომ, ჩვენი, მაისის სტუდენტური მოძრაობის, პოზიციაა, სახელმწიფოს ჩართულობით მოხდეს ამ ობიექტის სამომავლო პერსპექტივაში განხილვა და მის ადგილზე ფართომასშტაბიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლისთვის საჭირო რესურსების მობილიზება. არსებული სივრცეში შესაძლებელია დაახლოებით 500 ადგილიანი საცხოვრებლის აშენება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეორე ობიექტი, რომელიც, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, განიხილება, როგორც მომავალი პოტენციური სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, ახლანდელი მოცემულობით, მოიცავს 118 ოთახს. მათი ნაწილი გამოყენებული იქნება სამეურნეო მიზნებისთვის, ნაწილში მოეწყობა საერთო სტუდენტური სივრცეები,
„დაახლოებით 80-90 ოთახი გამიზნულია საცხოვრებლად (180 ადგილი). ობიექტის შემოწმებისა და ნებართვის მიღების შემდეგ, შესაძლებელია სართულის დაშენება, რაც დამატებით 60 ოთახს (120 ადგილს) უზრუნველყოფს", - აღნიშნულია განცხადებაში.
„მაისის სტუდენტურის მოძრაობა“ აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი, რომლის მშენებლობაზეც მუშაობა უკვე დაიწყო, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, მხოლოდ დასაწყისი და აუცილებელი პირობაა მიზნის მისაღწევად, თუმცა, არა საკმარისი.
პროტესტი თსუ-ში: ჯაბა სამუშია სტუდენტებთან პირველი შეხვედრისთვის ემზადება >>
მათი თქმით, პირველი საცხოვრებელი უნდა აშენდეს იმ განწყობით, რომ სახელმწიფო და უნივერსიტეტი პარალელურად მეორე, ფართომასშტაბიანი საცხოვრებლის მშენებლობაზე დაიწყებენ ზრუნვას.
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ ადრე განაცხადა, რომ სამი მთავარი მიმართულება, რაზეც იმუშავებს, არის სტუდენტური საცხოვრისის მშენებლობა, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის მთლიანი განახლება და სწავლების დონის მაქსიმალურად ამაღლება. რაც შეეხება ხელახალ კენჭისყრას, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა ის ყველა დასახულ ამოცანას.
ყველა ახალი ამბავი
0