https://sputnik-georgia.com/20230524/u-21-evropis-cempionatistvis-mzadeba-awarasi-axali-stadionebi-asenda-277996583.html
U-21 ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება: აჭარაში ახალი საფეხბურთო სტადიონები აშენდა
U-21 ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება: აჭარაში ახალი საფეხბურთო სტადიონები აშენდა
Sputnik საქართველო
ჩემპიონატისთვის დედაქალაქსა და რეგიონებში, არსებულის გარდა, დამატებით 12 სპორტული ობიექტი მომზადდა. 24.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-24T23:23+0400
2023-05-24T23:23+0400
2023-05-24T23:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
აჭარის მთავრობა
ბათუმი
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/08/251671621_0:16:3067:1741_1920x0_80_0_0_e945fd32318deaa094ca77d44c1dbfc2.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ქობულეთსა და ბათუმში უეფას სტანდარტის საწვრთნელი და სათადარიგო სტადიონები აშენდა სპეციალურად 21-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ფეხბურთში, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს.უეფას ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ტურნირი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატის თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. მსგავსი მასშტაბის ტურნირი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.ევრო 2023-ის ახალგაზრდული გუნდების ფინალური მატჩი ბათუმში გაიმართება, გახსნის მატჩს კი რუმინეთი უმასპინძლებს.ასევე რეაბილიტირებულია რამდენიმე სტადიონი თბილისში, ქუთაისსა და წყალტუბოში.სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.Euro-2023: საქართველოში საგადასახადო შეღავათები დაწესდება >>სამუშაოები უეფას ჩართულობით და მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობდა. დარჩენილია სტადიონების მოპირკეთებისა და ტესტირების სამუშაოები.ჩემპიონატისთვის დედაქალაქსა და რეგიონებში, არსებულის გარდა, დამატებით 12 სპორტული ობიექტი მომზადდა. მთავრობის დადგენილებით ახალი ობიექტები თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩნდება.
საქართველო
ბათუმი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/08/251671621_317:0:3046:2047_1920x0_80_0_0_45025ddf4fe8f03426df58f75e8787f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, აჭარის მთავრობა , ბათუმი , აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, აჭარის მთავრობა , ბათუმი , აჭარა
U-21 ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება: აჭარაში ახალი საფეხბურთო სტადიონები აშენდა
ჩემპიონატისთვის დედაქალაქსა და რეგიონებში, არსებულის გარდა, დამატებით 12 სპორტული ობიექტი მომზადდა.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ქობულეთსა და ბათუმში უეფას სტანდარტის საწვრთნელი და სათადარიგო სტადიონები აშენდა სპეციალურად 21-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ფეხბურთში, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს.
უეფას ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ტურნირი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატის თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. მსგავსი მასშტაბის ტურნირი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.
ევრო 2023-ის ახალგაზრდული გუნდების ფინალური მატჩი ბათუმში გაიმართება, გახსნის მატჩს კი რუმინეთი უმასპინძლებს.
„ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავ-სადრენაჟე სისტემით. ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები ბრიტანულმა კომპანიებმა (Labosport-მა და SIS Pitches-მა) შეასრულეს“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.
ასევე რეაბილიტირებულია რამდენიმე სტადიონი თბილისში, ქუთაისსა და წყალტუბოში.
სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.
სამუშაოები უეფას ჩართულობით და მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობდა. დარჩენილია სტადიონების მოპირკეთებისა და ტესტირების სამუშაოები.
ჩემპიონატისთვის დედაქალაქსა და რეგიონებში, არსებულის გარდა, დამატებით 12 სპორტული ობიექტი მომზადდა. მთავრობის დადგენილებით ახალი ობიექტები თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩნდება.