Euro-2023: საქართველოში საგადასახადო შეღავათები დაწესდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2023
გამოწერა
ცვლილებების თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და უეფას შემოსავლები დამატებითი ღირებულების, იმპორტისა და ქონების გადასახადებისგან გათავისუფლდება
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. საქართველოს საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლებიც ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის (U-21) გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.
ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი (U-21) საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. ტურნირის მატჩები საქართველოში სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. „ევრო-2023“-ის ახალგაზრდული გუნდების ფინალური მატჩი ბათუმში ჩატარდება, ხოლო გახსნის მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. ამ მასშტაბის ტურნირი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატების მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით, უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან; მათ მიერ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან; მათ მიერ საქონლის იმპორტისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები, ასევე, საქართველოში გამოყენებულ ქონებაზე ისინი გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან; ღონისძიებების ფარგლებში მიღებული შემოსავალი გათავისუფლდება საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან.
Euro-2023: როგორ ემზადება საქართველო ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის >>
გარდა ამისა, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება, ერთი მხრივ, პირის მიერ უეფასთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ან/და დანიშნული პირისთვის იმ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებსა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და მეორე მხრივ, უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებზე და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია, ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ცვლილებების ავტორების თქმით, შემოთავაზებული კანონპროექტი გაზრდის საქართველოს აღიარებას მსოფლიოში და დადებითად აისახება ტურიზმის, მომსახურების და სასტუმროების სფეროს განვითარებაზე, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე.
ყველა ახალი ამბავი
0