Euro-2023: როგორ ემზადება საქართველო ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის

© photo: Sputnik / Stringerშესასვლელი „დინამო არენაზე“
შესასვლელი „დინამო არენაზე“  - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2023
გამოწერა
ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი (U-21) საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისამდე გაიმართება, თამაშებს თბილისი, ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებენ.
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები 85-90%-ით შესრულებულია, განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ გიორგი ციბაძემ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.
ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი (U-21) საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. ტურნირის მატჩები საქართველოში სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. „ევრო-2023“-ის ახალგაზრდული გუნდების ფინალური მატჩი ბათუმში ჩატარდება, ხოლო გახსნის მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. ამ მასშტაბის ტურნირი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.

„ამჟამად სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ათივე სტადიონზე აქტიურ ფაზაშია, შესრულებულია სამუშაოების 85-90% და 15 მაისამდე მოხდება ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი სისტემების გამართულობის შემოწმება-ტესტირება“, – განაცხადა ციბაძემ.

მისი თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტი 2023 წელს 838,6 მლნ ლარია, რაც 23 სხვადასხვა პროგრამაზეა განაწილებული.
დღეის მდგომარეობით, მხოლოდ სპორტულ ინფრასტრუქტურაზე 32 ხელშეკრულებაა გაფორმებული, აქედან შვიდი ხელშეკრულება სპორტკომპლექსების მშენებლობას მოიცავს, ხოლო დანარჩენი 25 ხელშეკრულება საქართველოში უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სათანადო დონეზე ჩასატარებლად არის გაფორმებული.
Euro-2023: საქართველოს სამ ქალაქში უკუთვლის საათი ამოქმედდება >>
ციბაძის თქმით, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს ზუგდიდში სპორტკომპლექსის მშენებლობაზე.
U-21 ჩემპიონატისთვის დედაქალაქსა და რეგიონებში, უკვე არსებულის გარდა, დამატებით 12 სპორტული ობიექტი შენდება. ახალი ობიექტები იქნება თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოსა და ბათუმში.
ყველა ახალი ამბავი
0