https://sputnik-georgia.com/20230313/euro-2023-saqartvelos-sam-qalaqsi-ukutvlis-saati-amoqmeddeba-275733226.html
Euro-2023: საქართველოს სამ ქალაქში უკუთვლის საათი ამოქმედდება
Euro-2023: საქართველოს სამ ქალაქში უკუთვლის საათი ამოქმედდება
ტურნირის თამაშები სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. 13.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-13T14:38+0400
2023-03-13T14:38+0400
2023-03-13T17:42+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
ქუთაისი
ბათუმი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252440557_0:159:3013:1854_1920x0_80_0_0_3c80514200dc5f13aff64aa3f1f178cd.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ორშაბათს, საღამოს ქვეყნის სამ ქალაქში, რომლებიც ივნისში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ 21 წლამდელთა შორის, უკუთვლის საათს აამოქმედებს. ფეხბურთში U-21 ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღე რჩება. ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისამდე გაიმართება. ტურნირის მატჩები საქართველოში სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ჩემპიონატისადმი მიძღვნილი სპეციალური საათები ერთდროულად იმუშავებს თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში ვერიკო ანჯაფარიძის მოედანთან და ბათუმში ცენტრალური ბულვარის შესასვლელთან. სიმბოლური საათის ამუშავების ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი პირები, ვეტერანი ფეხბურთელები და ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები. „ევრო-2023“-ის ახალგაზრდული გუნდების ფინალური მატჩი ბათუმში ჩატარდება, ხოლო გახსნის მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. ამ მასშტაბის ტურნირი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ჩემპიონატისთვის დედაქალაქსა და რეგიონებში, უკვე არსებულის გარდა, დამატებით 12 სპორტული ობიექტი შენდება. მთავრობის დადგენილებით, ახალი ობიექტები იქნება თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოსა და ბათუმში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
ქუთაისი
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252440557_165:0:2848:2012_1920x0_80_0_0_afd5b7dba52db3c6d0b76ec507afd923.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ქუთაისი , ბათუმი
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ქუთაისი , ბათუმი
Euro-2023: საქართველოს სამ ქალაქში უკუთვლის საათი ამოქმედდება
14:38 13.03.2023 (განახლებულია: 17:42 13.03.2023) ტურნირის თამაშები სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ორშაბათს, საღამოს ქვეყნის სამ ქალაქში, რომლებიც ივნისში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ 21 წლამდელთა შორის, უკუთვლის საათს აამოქმედებს.
ფეხბურთში U-21 ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღე რჩება. ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისამდე გაიმართება. ტურნირის მატჩები საქართველოში სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ჩემპიონატისადმი მიძღვნილი სპეციალური საათები ერთდროულად იმუშავებს თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში ვერიკო ანჯაფარიძის მოედანთან და ბათუმში ცენტრალური ბულვარის შესასვლელთან.
სიმბოლური საათის ამუშავების ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი პირები, ვეტერანი ფეხბურთელები და ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.
„ევრო-2023“-ის ახალგაზრდული გუნდების ფინალური მატჩი ბათუმში ჩატარდება, ხოლო გახსნის მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. ამ მასშტაბის ტურნირი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.
ჩემპიონატისთვის დედაქალაქსა და რეგიონებში, უკვე არსებულის გარდა, დამატებით 12 სპორტული ობიექტი შენდება. მთავრობის დადგენილებით, ახალი ობიექტები იქნება თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოსა და ბათუმში.