https://sputnik-georgia.com/20230524/277986149.html
პრემიერი: საქართველო აშშ-ის მადლობელია, მაგრამ მას საკუთარი ეროვნული ინტერესები აქვს
პრემიერი: საქართველო აშშ-ის მადლობელია, მაგრამ მას საკუთარი ეროვნული ინტერესები აქვს
Sputnik საქართველო
პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია, აღნიშნა პრემიერმა. 24.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-24T19:22+0400
2023-05-24T19:22+0400
2023-05-24T22:22+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კატარი
პოლიტიკა
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
აშშ
ახალი ამბები
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277773797_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_2039f2e831e4b219f836de1efc21870c.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველო მადლიერია ყველაფრისთვის, რაც შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ მისთვის გააკეთეს, თუმცა ქვეყანას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კრიტიკის პასუხად.ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება რუსეთთან ფრენების განახლების შესახებ იწვევს შეშფოთებას იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ საქართველოს აეროპორტებში ავიაკომპანიებს, შესაძლოა, სანქციები დაემუქროს. მისი თქმით, „ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის".მისი თქმით, რუსეთში მილიონი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და ამის გათვალისწინებით ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენა ჩვეულებრივი მოვლენაა.საქართველო სანქციებს არ არღვევს - პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე>>>„ეს (რუსეთთან ავიამიმოსვლის განახლება) არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. როგორც ვახსენე, ეს არის ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი, ისევე, როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს ამას რუსეთთან", – განაცხადა ღარიბაშვილმა.როგორც პრემიერმა განმარტა, რუსეთთან ბევრ სხვა ქვეყანასაც აქვს პირდაპირი ავიამიმოსვლა.„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია, ვერცერთი სანქცირებული ავიახაზი საქართველოში ვერ იფრენს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.პრემიერი: ჩემი ამოცანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაა>>>რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა" ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმების შემდეგ საქართველოში პირველი რეისი 19 მაისს შეასრულა. მეორე დღეს, 20 მაისს პირდაპირი ფრენები განაახლა ქართულმა კომპანია Georgian Airways-მა.ბოლო მონაცემებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებისთვის ნებართვისთვის ხუთმა ავიაკომპანიამ მიმართა. ამ ეტაპზე ფრენებზე ნებართვა სამ ავიაკომპანიას აქვს მიღებული, მათგან ორი რუსულია – Azimuth და Red Wings და ერთი ქართული – Georgian Airways.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
კატარი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277773797_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_1606f24c3c9050ba754c8fcbb23fd55b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კატარი, პოლიტიკა, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, აშშ , ახალი ამბები, ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კატარი, პოლიტიკა, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, აშშ , ახალი ამბები, ქართულ–რუსული ურთიერთობები
პრემიერი: საქართველო აშშ-ის მადლობელია, მაგრამ მას საკუთარი ეროვნული ინტერესები აქვს
19:22 24.05.2023 (განახლებულია: 22:22 24.05.2023) პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველო მადლიერია ყველაფრისთვის, რაც შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ მისთვის გააკეთეს, თუმცა ქვეყანას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კრიტიკის პასუხად.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება რუსეთთან ფრენების განახლების შესახებ იწვევს შეშფოთებას იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ საქართველოს აეროპორტებში ავიაკომპანიებს, შესაძლოა, სანქციები დაემუქროს. მისი თქმით, „ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის".
„ჩვენ მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკამ გააკეთა ჩვენთვის და ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ევროპისაც. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. როგორც განვმარტე, რუსეთთან გვაქვს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა კატარში ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე.
მისი თქმით, რუსეთში მილიონი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და ამის გათვალისწინებით ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენა ჩვეულებრივი მოვლენაა.
„ეს (რუსეთთან ავიამიმოსვლის განახლება) არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. როგორც ვახსენე, ეს არის ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი, ისევე, როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს ამას რუსეთთან", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა განმარტა, რუსეთთან ბევრ სხვა ქვეყანასაც აქვს პირდაპირი ავიამიმოსვლა.
„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია, ვერცერთი სანქცირებული ავიახაზი საქართველოში ვერ იფრენს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა" ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმების შემდეგ საქართველოში პირველი რეისი 19 მაისს შეასრულა. მეორე დღეს, 20 მაისს პირდაპირი ფრენები განაახლა ქართულმა კომპანია Georgian Airways-მა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებისთვის ნებართვისთვის ხუთმა ავიაკომპანიამ მიმართა. ამ ეტაპზე ფრენებზე ნებართვა სამ ავიაკომპანიას აქვს მიღებული, მათგან ორი რუსულია – Azimuth და Red Wings და ერთი ქართული – Georgian Airways.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.