https://sputnik-georgia.com/20230524/premieri-chemi-amocana-qveynis-interesebis-dacvaa-277969722.html
პრემიერი: ჩემი ამოცანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაა
პრემიერი: ჩემი ამოცანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაა
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურის თქმით, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო რთულ მდგომარეობაშია. 24.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-24T14:41+0400
2023-05-24T14:41+0400
2023-05-24T19:13+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კატარი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252462510_0:39:1280:759_1920x0_80_0_0_1f56ac8d14f4d9ae7d889de23df613b4.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაშია.ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერი ასევე შეეხო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თემას და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ მოწოდებებს.„უკრაინელ მეგობრებს შეიძლება ჰქონდეთ სხვა მოლოდინები. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ სურთ საქართველოში მეორე ფრონტი იხილონ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი მოხალისეების უკრაინაში ორგანიზებულ გაგზავნაზე უარი იყო. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა.მოგვიანებით დაიწყეს საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება სანქციების თავიდან არიდებასთან დაკავშირებით რუსეთის დახმარებაში.საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
საქართველო
კატარი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252462510_0:0:1117:838_1920x0_80_0_0_66fa3829bd20cf3b49907edee47a3b60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კატარი
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კატარი
პრემიერი: ჩემი ამოცანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაა
14:41 24.05.2023 (განახლებულია: 19:13 24.05.2023) მთავრობის მეთაურის თქმით, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო რთულ მდგომარეობაშია.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ შევინარჩუნეთ უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემი ამოცანა, ჩემი ვალდებულებაა ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ჩემი ხალხის დაცვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაშია.
ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერი ასევე შეეხო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თემას და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ მოწოდებებს.
„უკრაინელ მეგობრებს შეიძლება ჰქონდეთ სხვა მოლოდინები. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ სურთ საქართველოში მეორე ფრონტი იხილონ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.
საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი მოხალისეების უკრაინაში ორგანიზებულ გაგზავნაზე უარი იყო. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა.
მოგვიანებით დაიწყეს საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება სანქციების თავიდან არიდებასთან დაკავშირებით რუსეთის დახმარებაში.
საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.