https://sputnik-georgia.com/20230523/yazaxetis-rva-qalaqidan-batumis-mimartulebit-pirdapiri-frenebi-iwyeba-277927147.html
ყაზახეთის რვა ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ყაზახეთის რვა ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
Sputnik საქართველო
ასტანა–ბათუმის ავიარეისები 10 ივნისიდან კვირაში ორჯერ შესრულდება. 23.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-23T12:23+0400
2023-05-23T12:23+0400
2023-05-23T16:07+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
ყაზახეთი
აჭარის მთავრობა
აჭარა
ბათუმი
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23593/22/235932209_0:41:1000:604_1920x0_80_0_0_2cbe74315ebf83eee93dd52942d4b3d9.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ავიაკომპანია SCAT ყაზახეთის რესპუბლიკის რვა ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ასტანა–ბათუმის ავიარეისები 10 ივნისიდან მთელი ზაფხულის სეზონის განმავლობაში კვირაში ორჯერ შესრულდება. უწყების ცნობით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანდრეი ბიბერთან შეხვედრა გამართა, სადაც ფრენების სიხშირის გაზრდასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. Wizz Air Abu Dhabi საქართველოში უფრო ხშირად იფრენს>>აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით (სარფი, აეროპორტი, პორტი), 2019 წელთან შედარებით (1,3 მლნ ვიზიტი) აღდგენილია 82%-ით. 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 178%-ია. რაც შეეხება მხოლოდ დეკემბრის მაჩვენებელს, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით გაზრდილია 124%-ით (209 ათასი). 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 460%-ია.
საქართველო
ყაზახეთი
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23593/22/235932209_70:0:930:645_1920x0_80_0_0_318dc409d7f9ffb07a258c0fb607cda1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ყაზახეთი, აჭარის მთავრობა , აჭარა , ბათუმი , ტურიზმი საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ყაზახეთი, აჭარის მთავრობა , აჭარა , ბათუმი , ტურიზმი საქართველოში
ყაზახეთის რვა ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
12:23 23.05.2023 (განახლებულია: 16:07 23.05.2023) ასტანა–ბათუმის ავიარეისები 10 ივნისიდან კვირაში ორჯერ შესრულდება.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ავიაკომპანია SCAT ყაზახეთის რესპუბლიკის რვა ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ასტანა–ბათუმის ავიარეისები 10 ივნისიდან მთელი ზაფხულის სეზონის განმავლობაში კვირაში ორჯერ შესრულდება.
უწყების ცნობით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანდრეი ბიბერთან შეხვედრა გამართა, სადაც ფრენების სიხშირის გაზრდასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით (სარფი, აეროპორტი, პორტი), 2019 წელთან შედარებით (1,3 მლნ ვიზიტი) აღდგენილია 82%-ით. 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 178%-ია.
რაც შეეხება მხოლოდ დეკემბრის მაჩვენებელს, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით გაზრდილია 124%-ით (209 ათასი). 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 460%-ია.