Wizz Air Abu Dhabi საქართველოში უფრო ხშირად იფრენს

© provided by press office of Wizz Air Abu Dhabiავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi-ს თვითმფრინავი
ავიაკომპანია  Wizz Air Abu Dhabi-ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2023
გამოწერა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ Wizz Air Abu Dhabi-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. ლოუკოსტერი Wizz Air Abu Dhabi არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს კვირაში შვიდიდან ცხრამდე ზრდის, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ Wizz Air Abu Dhabi-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან აბუ-დაბი–ქუთაისი–აბუ-დაბის მიმართულებით დაამატებს კვირაში 2 სიხშირეს და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ფრენები შესრულდება კვირაში 9 სიხშირით“, – ნათქვამია სააგენტოს ვებ-გვერდზე.

Wizz Air Abu Dhabi – პირველი კომპანიაა, რომელიც Wizz Air-მა ევროპის ფარგლებს გარეთ შექმნა. ავიაკომპანიის პარკი სრულად არის დაკომპლექტებული ახალი Airbus A321neo-ს ტიპის თვითმფრინავებით.
Wizz Air Abu Dhabi-მ პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი აბუ-დაბიდან დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში განახორციელა.
WIZZ AIR ქუთაისის აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს >>
ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც 2,5 მლნ-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო.
Wizz Air ევროპაში მოგზაურობის მოყვარული მოსახლეობის ფავორიტ კომპანიებს შორისაა. კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანია იძულებული იყო შეემცირებინა თავისი ბაზები და შეეწყვიტა ფრენები. თუმცა 2021 წლის 1 თებერვლიდან კომპანიამ ავიამიმოსვლა განაახლა, ზაფხულიდან კი რეგულარული ფრენების აღდგენა დაიწყო.
საქართველოსა და დანიას პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს >>
ამ დროისათვის ეს ავიაკომპანია პირველია საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით. 2022 წელს WizzAir-მა 630 ათასი მგზავრი გადაიყვანა.
მალე WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. რეგულარული რეისები კვირაში ორ-ორჯერ შესრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0