https://sputnik-georgia.com/20230217/wizz-air-qutaisis-aeroportsi-mesame-bazirebul-xomalds-daabrunebs-274952553.html
WIZZ AIR ქუთაისის აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს
WIZZ AIR ქუთაისის აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს
ავიაკომპანია WizzAir 2023 წლის ივნისიდან რეგულარული ფრენების დაწყებას ევროპის კიდევ ხუთ ქალაქში გეგმავს. 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T09:47+0400
2023-02-17T09:47+0400
2023-02-17T15:05+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/04/271921538_0:308:3094:2048_1920x0_80_0_0_ee2af4f0ad054860cf0f1cb0e8cc7469.jpg
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია WizzAir-თან თანამშრომლობა და ოპერირების ტექნიკური დეტალები გახდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მარიამ ქვრივიშვილსა და კომპანიის მენეჯმენტს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა.WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. რეგულარული რეისები კვირაში ორ-ორჯერ შესრულდება.ამჟამად ავიაკომპანიას უკვე ჰყავს ორი ბაზირებული ხომალდი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომლებიც ფრენებს 22 მიმართულებით ახორციელებენ. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ავიაკომპანიის მიერ ახალი ევროპული მიმართულებების დამატების შესაძლებლობებზე.ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც 2,5 მლნ-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო.Wizz Air ევროპაში მოგზაურობის მოყვარული მოსახლეობის ფავორიტ კომპანიებს შორისაა. კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანია იძულებული იყო შეემცირებინა თავისი ბაზები და შეეწყვიტა ფრენები. კომპანიამ ავიამიმოსვლა 2021 წლის 1 თებერვლიდან განაახლა, ზაფხულიდან კი რეგულარული ფრენების აღდგენა დაიწყო.ამ დროისათვის ეს ავიაკომპანია პირველია საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით. 2022 წელს WizzAir-მა 630 ათასი მგზავრი გადაიყვანა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/04/271921538_363:0:3094:2048_1920x0_80_0_0_bee51eb637883a2cb54f35cfc381f815.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი
WIZZ AIR ქუთაისის აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს
09:47 17.02.2023 (განახლებულია: 15:05 17.02.2023) ავიაკომპანია WizzAir 2023 წლის ივნისიდან რეგულარული ფრენების დაწყებას ევროპის კიდევ ხუთ ქალაქში გეგმავს.
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია WizzAir-თან თანამშრომლობა და ოპერირების ტექნიკური დეტალები გახდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მარიამ ქვრივიშვილსა და კომპანიის მენეჯმენტს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა.
WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. რეგულარული რეისები კვირაში ორ-ორჯერ შესრულდება.
ამჟამად ავიაკომპანიას უკვე ჰყავს ორი ბაზირებული ხომალდი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომლებიც ფრენებს 22 მიმართულებით ახორციელებენ. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ავიაკომპანიის მიერ ახალი ევროპული მიმართულებების დამატების შესაძლებლობებზე.
ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც 2,5 მლნ-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო.
Wizz Air ევროპაში მოგზაურობის მოყვარული მოსახლეობის ფავორიტ კომპანიებს შორისაა. კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანია იძულებული იყო შეემცირებინა თავისი ბაზები და შეეწყვიტა ფრენები. კომპანიამ ავიამიმოსვლა 2021 წლის 1 თებერვლიდან განაახლა, ზაფხულიდან კი რეგულარული ფრენების აღდგენა დაიწყო.
ამ დროისათვის ეს ავიაკომპანია პირველია საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით. 2022 წელს WizzAir-მა 630 ათასი მგზავრი გადაიყვანა.