საქართველოსა და დანიას პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

© photo: Sputnik / Sergei Subbotin / გადასვლა მედიაბანკშიკოპენჰაგენი
კოპენჰაგენი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2023
გამოწერა
საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი საჰაერო რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ავიაკომპანია Wizz Air წლის ბოლოდან ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეისების შესრულებას დაიწყებს, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამჟამად საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. 2023 წლის 1 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე უნგრული ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე ბაზირებულ ხომალდს დაამატებს და დაიწყებს საქართველოსა და დანიას შორის პირდაპირი ავიარეისების შესრულებას.
პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ბოლოსთვის ერთდროულად Wizz Air-ის 4 ბაზირებული ხომალდი იქნება, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი კადრის დასაქმებას და შექმნის 40-მდე ახალ სამუშაო ადგილს", – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.

მისი თქმით, Wizz Air-ის კიდევ ერთი ბაზირებული ხომალდი იქნება იმის გარანტია, რომ არსებულ მიმართულებებზე ავიაკომპანიას შესაძლებლობა ექნება რეისებისა და სიხშირეების რაოდენობის ოპტიმიზაცია მოახდინოს.
„მეოთხე ბაზირებული ხომალდი ასევე საშუალებას იძლევა, რომ ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან ეტაპობრივად საშუალო ზომის ბაზად გარდაიქმნას, რაც შემდგომი სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა", – თქვა ქარქაშაძემ.
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - ბოლო მონაცემები>>
საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი საჰაერო რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.
2023 წლის 1 ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან მესამე ბაზირებული ხომალდით დაიწყებს ოპერირებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. 2023 წლის ბოლომდე კი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0