https://sputnik-georgia.com/20230417/ramden-mgzavrs-moemsaxura-saqartvelos-aeroportebi-276785707.html
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - ბოლო მონაცემები
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 4.839 რეისი განხორციელდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფრენების რაოდენობა 22%-ით მეტია 17.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-17T09:31+0400
2023-04-17T09:31+0400
2023-04-17T09:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500239_427:0:4068:2048_1920x0_80_0_0_9f511332ff00d8e02935cb83cdf5a3a0.jpg
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს აეროპორტები 2023 წლის იანვარ-მარტში თითქმის 1,1 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 33 პროცენტით აღემატება 2022 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს, იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.სააგენტოს ინფორმაციით, ეს მონაცემები 3%-ით აღემატება 2019 წლის, პანდემიანდელი პერიოდის მაჩვენებლებს.პირველ კვარტალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობის მაჩვენებელი 89%-ით დაიბრუნა. ქუთაისის აეროპორტმა 61%-ით მეტი მგზავრი მიიღო, ვიდრე 2019 წლის იანვარ-მარტში, ბათუმის აეროპორტმა კი – 49%-ით.რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია 2.494 მგზავრს მოემსახურა, რაც 77%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის ოანვარ-მარტში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 100%-ით მეტია პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელზე.ამბროლაურის აეროპორტი 254 მგზავრს მოემსახურა, რაც 9%-ით ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის პირველ კვარტალში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 30%-ით მეტია პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელზე.2019 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 231%-ით გაიზარდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 183%-ს შეადგენს. აეროპორტი 4.306 მგზავრს მოემსახურა.2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 4.839 რეისი განხორციელდა. აქედან გეგმური ფრენების რაოდენობა 3.802, ჩარტერული ფრენების რაოდენობა კი 1037 იყო. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფრენების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 93%-ია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500239_817:0:3548:2048_1920x0_80_0_0_70977bc4f809e765531e7bd0a7d7b312.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - ბოლო მონაცემები
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 4.839 რეისი განხორციელდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფრენების რაოდენობა 22%-ით მეტია
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს აეროპორტები 2023 წლის იანვარ-მარტში თითქმის 1,1 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 33 პროცენტით აღემატება 2022 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს, იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
სააგენტოს ინფორმაციით, ეს მონაცემები 3%-ით აღემატება 2019 წლის, პანდემიანდელი პერიოდის მაჩვენებლებს.
მგზავრთნაკადი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში 2023 წლის იანვარ-მარტში
აეროპორტი | მგზავრთა რაოდენობა | ზრდა, % |
თბილისი | 713 660 | 41 |
ქუთაისი | 253 073 | 108 |
ბათუმი | 77 077 | 13 |
პირველ კვარტალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობის მაჩვენებელი 89%-ით დაიბრუნა. ქუთაისის აეროპორტმა 61%-ით მეტი მგზავრი მიიღო, ვიდრე 2019 წლის იანვარ-მარტში, ბათუმის აეროპორტმა კი – 49%-ით.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია 2.494 მგზავრს მოემსახურა, რაც 77%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის ოანვარ-მარტში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 100%-ით მეტია პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელზე.
ამბროლაურის აეროპორტი 254 მგზავრს მოემსახურა, რაც 9%-ით ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის პირველ კვარტალში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 30%-ით მეტია პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელზე.
2019 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 231%-ით გაიზარდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 183%-ს შეადგენს. აეროპორტი 4.306 მგზავრს მოემსახურა.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 4.839 რეისი განხორციელდა. აქედან გეგმური ფრენების რაოდენობა 3.802, ჩარტერული ფრენების რაოდენობა კი 1037 იყო. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფრენების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 93%-ია.