სანქციები რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო კონფრონტაციამდე მიიყვანს - პაპუაშვილი

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი
 - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2023
გამოწერა
ვინც ამბობს, რომ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესდეს, ვერ აძლევს საქართველოს ვერც უსაფრთხოების, ვერც ეკონომიკური დაცულობის გარანტიებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, ფაქტობრივად ნიშნავს ესკალაციისკენ მოწოდებას და სამხედრო კონფრონტაციაში ჩაბმას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.

„ისინი, ვინც ჩვენ გვთავაზობენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სინამდვილეში გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ, შევიდეთ ესკალაციაში და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან. ამავე დროს, ვინც ამას გვეუბნება არავინ გვაძლევს ეკონომიკურ და უსაფრთხოების გარანტიას", – განაცხადა პაპუაშვილმა.

ნებისმიერი მსგავსი ქმედება, რაც ეხება სავიზო რეჟიმის დაწესებას, საზღვრების დაკეტვას, ფრენების აკრძალვას და ა.შ. – ეს სანქციაა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა რუსეთთან ესკალაციაზე მიდის, აღნიშნა პაპუაშვილმა.
„სანქცია ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა მიდის ესკალაციაზე რუსეთთან. ეს გულისხმობს იმას, რომ შევდივართ ისეთ ურთიერთობაში, რომლის შედეგების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, ამის საპირისპიროდ როდესაც აწესებ სანქციებს, მოსალოდნელია, რომ იქნება საპასუხო ზომები, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას შეექმნება საფრთხე", – აღნიშნა მან.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საქართველოსთვის საშიშია - ვოლსკი>>
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ასახავს ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანია ქვეყნის გაერთიანება.
ყველა ახალი ამბავი
0