https://sputnik-georgia.com/20230518/rusetistvis-sanqciebis-daweseba-saqartvelostvis-sasisia-volski-277814525.html
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საქართველოსთვის საშიშია - ვოლსკი
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საქართველოსთვის საშიშია - ვოლსკი
Sputnik საქართველო
ოპოზიცია და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. 18.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-18T18:18+0400
2023-05-18T18:18+0400
2023-05-18T21:47+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511679_0:20:3000:1708_1920x0_80_0_0_a2a4099b604f6f33acad4f4e62f9058a.jpg
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველო დაზარალდება ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, მიიჩნევს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენელი გია ვოლსკი. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რაც ფინანსებსა და საზღვარზე საქონლის გადაადგილებას უკავშირდება, თავად საქართველოს ხელისუფლება კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ აპირებს, რადგან ეს მხოლოდ საქართველოს დააზარალებს. მან ასევე გაიხსენა, რომ საქართველომ თავის დროზე გადამწყვეტი სიტყვა თქვა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცესში, სამაგიერო კი არაფერი მიუღია. რუსეთი ვმო-ს სრულუფლებიანი წევრი 2012 წლის 22 აგვისტოს გახდა. მანამდე საქართველო ორგანიზაციის ერთადერთი წევრი იყო, რომელთანაც რუსეთი ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერას ვერ ახერხებდა. ვოლსკის თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის სამაგიეროდ რამის მიღება – ეს ასობით ათასი თანამემამულის ინტერესებია, "რომ სამჯერ მეტი თანხა არ გადაიხადონ, რათა თავის სამშობლოში ჩამოვიდნენ". „საქართველოს სხვა ინტერესი არ გააჩნია", – აღნიშნა ვოლსკიმ. კობახიძე: ყველას ესმის მოლდოვის სიფრთხილე და პრაგმატიზმი, ხოლო საქართველოსი - არა>>ოპოზიცია და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესახებ, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეუერთდეს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში და ყურადღებით იყოს, რომ აღიკვეთოს სანქციების თავის არიდების ნებისმიერი მცდელობა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა და ტუროპერატორებისა და ტურაგენტებისთვის გაცემული რეკომენდაციები, თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან. ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ. აშშ-ის ელჩმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივებაზე უნდა იზრუნოს - კობახიძე>>რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისს ამოქმედდა. ბრძანებულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას შეძლებენ მოქმედი დოკუმენტების საფუძველზე და იქ დარჩენას ყოველი 180 დღიდან ჯამში 90 დღის განმავლობაში. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511679_222:0:2779:1918_1920x0_80_0_0_712845f73986a43b5dae7b86c040c469.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საქართველოსთვის საშიშია - ვოლსკი
18:18 18.05.2023 (განახლებულია: 21:47 18.05.2023) ოპოზიცია და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველო დაზარალდება ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, მიიჩნევს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენელი გია ვოლსკი.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რაც ფინანსებსა და საზღვარზე საქონლის გადაადგილებას უკავშირდება, თავად საქართველოს ხელისუფლება კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ აპირებს, რადგან ეს მხოლოდ საქართველოს დააზარალებს.
„გვიკიჟინებენ, რომ სანქცირების რეჟიმში გადავიდეთ, თუმცა ამით საქართველო ეკონომიკურად დაზარალდება და დიდი საფრთხეა, დაზარალდეს სამხედრო თვალსაზრისითაც. აგრესიას და საზღვრების გადაწევას ვგულისხმობ", – განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
მან ასევე გაიხსენა, რომ საქართველომ თავის დროზე გადამწყვეტი სიტყვა თქვა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცესში, სამაგიერო კი არაფერი მიუღია.
რუსეთი ვმო-ს სრულუფლებიანი წევრი 2012 წლის 22 აგვისტოს გახდა. მანამდე საქართველო ორგანიზაციის ერთადერთი წევრი იყო, რომელთანაც რუსეთი ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერას ვერ ახერხებდა.
ვოლსკის თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის სამაგიეროდ რამის მიღება – ეს ასობით ათასი თანამემამულის ინტერესებია, "რომ სამჯერ მეტი თანხა არ გადაიხადონ, რათა თავის სამშობლოში ჩამოვიდნენ".
„საქართველოს სხვა ინტერესი არ გააჩნია", – აღნიშნა ვოლსკიმ.
ოპოზიცია და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესახებ, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეუერთდეს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში და ყურადღებით იყოს, რომ აღიკვეთოს სანქციების თავის არიდების ნებისმიერი მცდელობა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა და ტუროპერატორებისა და ტურაგენტებისთვის გაცემული რეკომენდაციები, თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისს ამოქმედდა. ბრძანებულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას შეძლებენ მოქმედი დოკუმენტების საფუძველზე და იქ დარჩენას ყოველი 180 დღიდან ჯამში 90 დღის განმავლობაში.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.