https://sputnik-georgia.com/20230517/kobaxize-degnanma-saqartvelos-moqalaqeebistvis-vizebis-gamartiebaze-unda-izrunos-277775988.html
აშშ-ის ელჩმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივებაზე უნდა იზრუნოს - კობახიძე
აშშ-ის ელჩმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივებაზე უნდა იზრუნოს - კობახიძე
Sputnik საქართველო
აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებებს საქართველოს შესახებ. 17.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-17T18:03+0400
2023-05-17T18:03+0400
2023-05-17T21:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
პოლიტიკა
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252383529_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_9db25e1550984729a4e5fa9331d43cbc.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა უნდა იზრუნოს იმ საკითხების გადაწყვეტაზე, როგორიცაა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება და ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. უფრო ადრე ელჩმა კელი დეგნანმა, როდესაც კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებაზე რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე ჟესტს, საჩუქარს ქვეყნისგან, რომელიც სასტიკი აგრესორია. მან ასევე დასძინა, რომ ესმის ქართველი ხალხის შეშფოთებისა პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. კობახიძემ მაგალითად მოიყვანა ფოლკლორული ანსამბლი „მართვეს" შემთხვევა. მისი თქმით, ანსამბლის წევრები, რომელშიც 11-14 წლის ბავშვები არიან, გასტროლებზე აშშ-ში უნდა წასულიყვნენ ივლისში. ანსამბლის ყველა წევრმა ერთად შეავსო ანკეტები და ვიზები მაქსიმუმ ერთ თვეში უნდა მიეღოთ. მაგრამ საელჩოში განაცხადეს, რომ ანსამბლის წევრებს ცალ-ცალკე უნდა შეეტანათ განაცხადი და რომ ისინი ვიზებს ნოემბრის ბოლომდე მიიღებდნენ. ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისს ამოქმედდა. ბრძანებულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას შეძლებენ მოქმედი დოკუმენტების საფუძველზე და იქ დარჩენას ყოველი 180 დღიდან ჯამში 90 დღის განმავლობაში. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. დეპუტატი: აშშ-დან მუქარის ტონი მოდის>>ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რაც ფინანსებსა და საზღვარზე საქონლის გადაადგილებას უკავშირდება. თავად საქართველოს ხელისუფლებას სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ დაუწესებია, რადგან ეს, მისი თქმით, საქართველოს მხოლოდ დააზარალებს. ამავე დროს, საქართველო უკრაინას პოლიტიკურად და ეკონომიკურად ეხმარება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252383529_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_960c8560954c8a79827be047a44db61a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ელჩმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივებაზე უნდა იზრუნოს - კობახიძე
18:03 17.05.2023 (განახლებულია: 21:13 17.05.2023) აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებებს საქართველოს შესახებ.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა უნდა იზრუნოს იმ საკითხების გადაწყვეტაზე, როგორიცაა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება და ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
უფრო ადრე ელჩმა კელი დეგნანმა, როდესაც კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებაზე რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე ჟესტს, საჩუქარს ქვეყნისგან, რომელიც სასტიკი აგრესორია. მან ასევე დასძინა, რომ ესმის ქართველი ხალხის შეშფოთებისა პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით.
„მგონი, ჯობს თვითონ გადადგან ასეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდება იმავე სავიზო რეჟიმის გამარტივებას, პირდაპირ ფრენებს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერას, თუმცა გავიდა 30 წელი და, სამწუხაროდ, ამაზე საუბარიც არ არის", – განაცხადა კობახიძემ „პირველი არხის" ეთერში.
კობახიძემ მაგალითად მოიყვანა ფოლკლორული ანსამბლი „მართვეს" შემთხვევა. მისი თქმით, ანსამბლის წევრები, რომელშიც 11-14 წლის ბავშვები არიან, გასტროლებზე აშშ-ში უნდა წასულიყვნენ ივლისში. ანსამბლის ყველა წევრმა ერთად შეავსო ანკეტები და ვიზები მაქსიმუმ ერთ თვეში უნდა მიეღოთ. მაგრამ საელჩოში განაცხადეს, რომ ანსამბლის წევრებს ცალ-ცალკე უნდა შეეტანათ განაცხადი და რომ ისინი ვიზებს ნოემბრის ბოლომდე მიიღებდნენ.
„50 ბავშვი, მთელი „მართვე" დატოვეს საქართველოში. ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს ამერიკის ელჩმა და არა იმას, რომ სხვა ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს", – აღნიშნა კობახიძემ.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისს ამოქმედდა. ბრძანებულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას შეძლებენ მოქმედი დოკუმენტების საფუძველზე და იქ დარჩენას ყოველი 180 დღიდან ჯამში 90 დღის განმავლობაში.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რაც ფინანსებსა და საზღვარზე საქონლის გადაადგილებას უკავშირდება.
თავად საქართველოს ხელისუფლებას სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ დაუწესებია, რადგან ეს, მისი თქმით, საქართველოს მხოლოდ დააზარალებს. ამავე დროს, საქართველო უკრაინას პოლიტიკურად და ეკონომიკურად ეხმარება.