პრემიერი კატარში ეკონომიკურ ფორუმზე გაემგზავრა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიკატარი
კატარი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2023
გამოწერა
ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება.
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად კატარში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება.
ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები.
კატარმა საქართველოში გაცემული მართვის მოწმობა აღიარა >>
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
მთავრობის მეთაურმა კატარის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა 2022 წელსაც მიიღო.
წყარო - საქართველოს მთავრობა
ყველა ახალი ამბავი
0