კატარმა საქართველოში გაცემული მართვის მოწმობა აღიარა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიკატარი
კატარი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
კატარში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მართვის მოწმობის აღებას გამარტივებული პროცედურით შეძლებენ.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, კატარში საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის შეცვლის წესი გაამარტივეს. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კატარში ბინადრობის უფლება აქვთ, ყოველგვარი დამატებითი ტესტირებისა და სავალდებულო სასწავლო კურსის გავლის გარეშე შეძლებენ საქართველოში აღებული მართვის მოწმობის შეცვლას და შესაბამისი კატეგორიის ადგილობრივი მართვის მოწმობის აღებას.
დაინტერესებულმა მოქალაქეებმა კატარის საგზაო მოძრაობის დეპარტამენტის ცენტრალურ ოფისს უნდა მიმართონ.
რაც შეეხება საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის გამოყენებას კატარში ტურისტულად მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ, ამ შემთხვევაში პირს ასევე უნდა ჰქონდეს საქართველოს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ე.წ. საერთაშორისო მართვის მოწმობა, რომლითაც ის შეძლებს ისარგებლოს კატარში ჩასვლიდან 3 თვის განმავლობაში.
საქართველოში მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა რთულდება>>
საქართველოში მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდა სამ ეტაპად ატრდება. პირველი ეტაპია თეორიული გამოცდა, მეორე – გამოყოფილ ტერიტორიაზე მანევრების შესრულება და მესამე ეტაპი – მანევრების შესრულება ქუჩის რეალურ პირობებში. მართვის მოწმობა მხოლოდ სამივე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში გაიცემა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0