https://sputnik-georgia.com/20220910/saqartvelosi-martvis-mowmobis-misarebi-gamocda-rtuldeba-270315785.html
საქართველოში მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა რთულდება
საქართველოში მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა რთულდება
Sputnik საქართველო
გამომცდელს მოუწევს ზეპირად უპასუხოს კითხვებს, რომლებიც ავტომობილის ექსპლუატაციას ეხება
2022-09-10T20:17+0400
2022-09-10T20:17+0400
2022-09-10T20:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23950/52/239505234_0:119:2000:1244_1920x0_80_0_0_b99fddd29f2f03f0505bcb1e47b2268a.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან მართვის მოწმობის მიღების მსურველთ პრაქტიკულ გამოცდაზე რამდენიმე დამატებით კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.სიახლის თანახმად, პრაქტიკული გამოცდის მოედანზე ჩაბარების მსურველმა პირმა უნდა ზეპირად უპასუხოს კითხვებს, რომლებიც ავტომობილის ექსპლუატაციას ეხება. კერძოდ, კითხვები შეეხება ზეთის, სამუხრუჭე სითხის, სამუხრუჭე სისტემის, საჭის, ფარების, ძრავის, საავარიო შუქების, საბურავების შემოწმებას და ა.შ.გარდა ამისა, გამომცდელმა უნდა აჩვენოს, როგორ უნდა შემოწმდეს ავტომობილი უსაფრთხოების ნორმების შესაბამისობაზე.ეს მოთხოვნები ეხება როგორც მსუბუქი, ისე სამგზავრო და სატვირთო ავტომობილის მართვის მოწმობის მიღების მსურველებს.საქართველოში მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდა სამ ეტაპად ტარდება. პირველი ეტაპი თეორიულია, მეორე - მოედანზე მანევრირება და მესამე ეტაპი - მანევრირება რეალურ პირობებში ქუჩებში. მართვის მოწმობის მიღება სამი ეტაპის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.წყარო - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23950/52/239505234_92:0:1909:1363_1920x0_80_0_0_5347439dbf288033d7e87cf3919d9115.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო მართვის მოწმობა გამოცდა ცვლილება
საქართველო მართვის მოწმობა გამოცდა ცვლილება
საქართველოში მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა რთულდება
გამომცდელს მოუწევს ზეპირად უპასუხოს კითხვებს, რომლებიც ავტომობილის ექსპლუატაციას ეხება
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან მართვის მოწმობის მიღების მსურველთ პრაქტიკულ გამოცდაზე რამდენიმე დამატებით კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სიახლის თანახმად, პრაქტიკული გამოცდის მოედანზე ჩაბარების მსურველმა პირმა უნდა ზეპირად უპასუხოს კითხვებს, რომლებიც ავტომობილის ექსპლუატაციას ეხება. კერძოდ, კითხვები შეეხება ზეთის, სამუხრუჭე სითხის, სამუხრუჭე სისტემის, საჭის, ფარების, ძრავის, საავარიო შუქების, საბურავების შემოწმებას და ა.შ.
გარდა ამისა, გამომცდელმა უნდა აჩვენოს, როგორ უნდა შემოწმდეს ავტომობილი უსაფრთხოების ნორმების შესაბამისობაზე.
ეს მოთხოვნები ეხება როგორც მსუბუქი, ისე სამგზავრო და სატვირთო ავტომობილის მართვის მოწმობის მიღების მსურველებს.
საქართველოში მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდა სამ ეტაპად ტარდება. პირველი ეტაპი თეორიულია, მეორე - მოედანზე მანევრირება და მესამე ეტაპი - მანევრირება რეალურ პირობებში ქუჩებში. მართვის მოწმობის მიღება სამი ეტაპის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.