20 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

ზაფრანა - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2023
გამოწერა
გაეცანით 20 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
12–20 მაისი
12-20 მაისის პერიოდი კუროს ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას სატურნი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებზე დიდ გავლენას ახდენს. ეს ადამიანები არ არიან კომუნიკაბელური, ისწრაფვიან მარტოობისკენ და ყველაფრის მუქ ფერებში დანახვა ახასიათებთ.
მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 33, 41, 50, 60, 64.
ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დანდური.
ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე ფრთხილი, ეჭვიანი და უნდობი ადამიანები არიან. ისინი ყველაფერს წინასწარ კარგად აანალიზებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოქმედებენ. მათთან ურთიერთობა ადვილი არ არის, მაგრამ თუ მათი ახლობლებიდან ვინმე გასაჭირში ჩავარდება, ეს ადამიანები აუცილებლად დადგებიან მათ გვერდით და ყველანაირად დაეხმარებიან მათ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2023
კურო - მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური - ზოგადი დახასიათება
მართალია, გარეგნულად პირქუში და მარტოხელები არიან, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია, რადგან ისინი ასე იმალებიან და თავს იცავენ. ამ დეკადაში დაბადებულებს ბედნიერსა და წარმატებულს მხოლოდ ადამიანების ნდობა, გულღიაობა, საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლით სიხარული გახდის.
20 მაისს დაბადებულები
20 მაისს მეოცნებე, მდიდარი წარმოსახვის მქონე ადამიანები იბადებიან. არიან ძალზე ემოციური და რომანტიკული პიროვნებები. ნიჭს ავლენენ მუსიკაში, ფერწერაში, ლიტერატურაში, არქიტექტურაში. ხშირად აინტერესებთ ოკულტიზმი, მისტიციზმი, სხვა ეზოთერული პრაქტიკები. ჩვეულებრივ, კეთილშობილი ადამიანები არიან. ცხოვრებაში წარმატება და იღბალი სდევთ თან. როგორც წესი, ქორწინებაში უმართლებთ.
თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
ამ დღეს დაბადებულები ბუნებით მაქსიმალისტები არიან. საყვარელ საქმეს მთელ ძალას ახარჯავენ. არ შეუძლიათ საკუთარი განცდების შეკავება, სჭირდებათ „ორთქლის გამოშვება". სწავლობენ რა ცხოვრებას, დეტალურად აანალიზებენ საკუთარ იდეებსა და აზრებს, აქვთ კარგად განვითარებული ანალიტიკური უნარები.
ხანდახან ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ მუდამ გასართობს ეძებენ და მოსაწყენ ვითარებაში აღმოჩენის ეშინიათ. ეს გარშემომყოფებს მათთან ურთიერთობაში გარკვეულ სირთულეებს უქმნის.
20 მაისს დაბადებულები, როგორც წესი, გულგახსნილი ადამიანები არიან. ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ ცხოვრების მიმართ ზერელე დამოკიდებულება აქვთ - ეს ნაწილობრივ მართალიც არის, თუმცა არა - უმრავლესობისთვის. ამ დღეს დაბადებულთაგან ბევრს უყვარს მოგზაურობა, უბრალოდ, სახლის გარეთ სეირნობა.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
რომელი პროფესია შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ამ დღეს დაბადებულები საოცარი ენთუზიასტები არიან და თან, ამავე დროს, საკმაოდ კრიტიკულად განწყობილები. მათ გამოარჩევთ არა მხოლოდ ცოცხალი გონება, არამედ მშფოთვარე ხასიათი-განწყობა, გრძნობები. მათ საოცარი სისწრაფით შეუძლიათ ერთი საქმიდან მეორეზე გადასვლა, ადვილად ითვისებენ ახალ საგანს, მაგრამ ახალ ცოდნას არ უღრმავდებიან.
მათი კრედო ერთი ფრაზით ასე შეიძლება დავახასიათოთ: „ცხოვრების გემო მის მრავალფეროვნებაშია". და მაინც, საუკეთესო წარმატება მას ელოდება, ვინც თავისი ნიჭის სრულად რეალიზებას ერთ არჩეულ საქმეში ცდილობს.
ჯანმრთელობა
20 მაისს დაბადებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ზოგადად, სტაბილურია. ნორმალურ სიცოცხლისუნარიანობას ხელს უწყობს ფიზიკური სავარჯიშოები, ცეკვები, ბავშვების აღზრდა. ოჯახზე პასუხისმგებლობას მათთვის გარკვეული სულიერი კომფორტი მოაქვს.
დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინოთ>>
მათ ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ტრანკვილიზატორების, საძილე საშუალებების ან ფსიქოტროპული პრეპარატების დიდხანს მიღებისას. რაც შეეხება კვებას, რაციონში უნდა შეიტანონ რაც შეიძლება მეტი მინერალები და ვიტამინები, განსაკუთრებით - С-ვიტამინი.
რჩევა:
ხშირად მიადევნეთ თვალი საკუთარ თავს. იფიქრეთ. ეცადეთ, საკუთარ თავში მიზიდულობის ცენტრი აღმოაჩინოთ. ყურადღება მიაქციეთ უახლოეს პრობლემებს, რომლებსაც სწრაფი გადაწყვეტა ესაჭიროება.
ყველა ახალი ამბავი
0