https://sputnik-georgia.com/20230519/---------277852532.html
პოლიცია იცავს ყველა მოქალაქეს: გომელაური თბილისის აეროპორტთან განვითარებულ მოვლენებზე
პოლიცია იცავს ყველა მოქალაქეს: გომელაური თბილისის აეროპორტთან განვითარებულ მოვლენებზე
Sputnik საქართველო
მინისტრის თქმით, გაფრთხილების მიუხედავად, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის, საღებავების სროლის ფაქტები - შედეგადაც ექვსი პირი დააკავეს. 19.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-19T22:28+0400
2023-05-19T22:28+0400
2023-05-19T22:28+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352988_0:26:1301:757_1920x0_80_0_0_cecd1290b120baa58001073104226357.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. რუსეთიდან პირველი რეისის ჩამოფრენისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოლიციის ქმედებები ნაკარნახევი იყო უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში.დღეს, 19 მაისს, რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა მოსკოვიდან თბილისში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველი რეისი შეასრულა. პარალელურად, თბილისის აეროპორტთან ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა - შეკრებილებმა ორ ქვეყანას შორის ფრენების განახლება გააპროტესტეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები აეროპორტის შენობაში არ შეუშვეს.როგორც მან აღნიშნა, შსს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.„ჩვენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვართ ყველა მოქალაქის დამცველი და ვალდებული ვართ, უზრუნველვყოთ ყველას უსაფრთხოება - ერთი ჯგუფის, მეორე ჯგუფის მათ შორის ჩამოსული სტუმრების, ტურისტების და ა.შ. აქციის მონაწილეებს არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ, ჩვენ მათ ადგილი გამოვუყავით, გამოვუძებნეთ პარკინგი, დავეხმარეთ და ვუთხარით, შეგიძლიათ აქ გაჩერდეთ, გამოთქვათ თქვენი აზრი. ერთადერთი, მათ პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა არ უნდა მიეყენებინათ“, - განაცხადა გომელაურმა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაფრთხილების მიუხედავად, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის, საღებავების სროლის ფაქტები - შედეგადაც ექვსი პირი დააკავეს.აქციის მონაწილეები მშვიდად რომ მდგარიყვნენ, მათ არავინ დააკავებდა, დასძინა გომელაურმა.პრემიერმა ოპოზიცია ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა>>>რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების განახლებას, რადგანაც იგი სარგებელს მოუტანს ასობით ათას ქართველს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და იძულებული არიან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ. მათი თქმით, ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეა.ღარიბაშვილმა ოპოზიციონერები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი თანაპარტიელები იყვნენ, ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. პრემიერმა გაიხსენა, რომ სწორედ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ ცალმხრივად გააუქმა ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის და პირადად შეხვდა რუს ტურისტებს საქართველო-რუსეთის საზღვარზე.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352988_128:0:1171:782_1920x0_80_0_0_72ad3c4d4be74ab7ce9f81e9520dc98e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები
პოლიცია იცავს ყველა მოქალაქეს: გომელაური თბილისის აეროპორტთან განვითარებულ მოვლენებზე
მინისტრის თქმით, გაფრთხილების მიუხედავად, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის, საღებავების სროლის ფაქტები - შედეგადაც ექვსი პირი დააკავეს.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. რუსეთიდან პირველი რეისის ჩამოფრენისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოლიციის ქმედებები ნაკარნახევი იყო უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში.
დღეს, 19 მაისს, რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა მოსკოვიდან თბილისში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველი რეისი შეასრულა. პარალელურად, თბილისის აეროპორტთან ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა - შეკრებილებმა ორ ქვეყანას შორის ფრენების განახლება გააპროტესტეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები აეროპორტის შენობაში არ შეუშვეს.
„აეროპორტში იმ მომენტში ოთხი რეისი ჩამოფრინდა, დაახლოებით 600 ადამიანი და აქცია რომ შენობაში ყოფილიყო, იქ იქნებოდა საღებავის შესხმა და ასე შემდეგ, რასაც ვერ დავუშვებდით“, - განაცხადა გომელაურმა.
როგორც მან აღნიშნა, შსს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.
„ჩვენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვართ ყველა მოქალაქის დამცველი და ვალდებული ვართ, უზრუნველვყოთ ყველას უსაფრთხოება - ერთი ჯგუფის, მეორე ჯგუფის მათ შორის ჩამოსული სტუმრების, ტურისტების და ა.შ. აქციის მონაწილეებს არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ, ჩვენ მათ ადგილი გამოვუყავით, გამოვუძებნეთ პარკინგი, დავეხმარეთ და ვუთხარით, შეგიძლიათ აქ გაჩერდეთ, გამოთქვათ თქვენი აზრი. ერთადერთი, მათ პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა არ უნდა მიეყენებინათ“, - განაცხადა გომელაურმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაფრთხილების მიუხედავად, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის, საღებავების სროლის ფაქტები - შედეგადაც ექვსი პირი დააკავეს.
აქციის მონაწილეები მშვიდად რომ მდგარიყვნენ, მათ არავინ დააკავებდა, დასძინა გომელაურმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების განახლებას, რადგანაც იგი სარგებელს მოუტანს ასობით ათას ქართველს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და იძულებული არიან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ. მათი თქმით, ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეა.
ღარიბაშვილმა ოპოზიციონერები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი თანაპარტიელები იყვნენ, ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. პრემიერმა გაიხსენა, რომ სწორედ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ ცალმხრივად გააუქმა ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის და პირადად შეხვდა რუს ტურისტებს საქართველო-რუსეთის საზღვარზე.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.