https://sputnik-georgia.com/20230517/saqartvelos-parlamentsi-nacmozrapbis-fraqcia-deputatebs-kargavs-277784156.html
ვნებათაღელვა პარლამენტში: ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატებს კარგავს
ვნებათაღელვა პარლამენტში: ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატებს კარგავს
Sputnik საქართველო
დავის საგანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებისთვის ხმის მიცემა გახდა. 17.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-17T21:24+0400
2023-05-17T21:24+0400
2023-05-17T22:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250315476_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_6dfc51c4fb0988a680a208e15f1cbb3f.jpg
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრებმა ნიკა მაჭუტაძემ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრებისთვის ხმის მიცემის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟის გამო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება გადაწყვიტეს.საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია. ეს რამდენიმე ოპოზიციონერის მხარდაჭერის წყალობით მოხდა. მათ ასარჩევად მინიმუმ 90 ხმა იყო საჭირო, ამჟამად კი საპარლამენტო უმრავლესობას მხოლოდ 82 დეპუტატი ჰყავს.ამასთან მან აღნიშნა, რომ დეპუტატები, რომლებმაც წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს, ოპოზიციონერ კოლეგებს არ გაუფრთხილებიათ, რომ ხმა არვისთვის არ უნდა მიეცათ.„ვაღიარებ, რომ ეს არის ჩემი პირადი პოლიტიკური შეცდომა. შეცდომა მოხდა იმიტომ, რომ მოლაპარაკებებში ჩართული და ინფორმირებული არ ვიყავით. მე თვითონ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი“, – განაცხადა მაჭუტაძემ.მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიციამ ხელისუფლებასთან კონსენსუსის მისაღწევად სხვადასხვა ვარიანტები განიხილა. საუბარი იყო იმაზე, თუ რამდენი ადგილი დაეთმობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ კანდიდატებს, რომლებსაც ხელისუფლება ანიჭებს უპირატესობას, და რამდენი – ოპოზიციისთვის მისაღებ კანდიდატებს. განიხილებოდა რამდენიმე ფორმულა ოპოზიციის სასარგებლოდ.ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ წინადადებას ულტიმატუმი უწოდა >>უფრო მეტიც, მაჭუტაძის თქმით, კენჭისყრის გადაწყვეტილება ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით იქნა მიღებული. ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და საბჭოში ვაკანტური ადგილების შევსება.კენჭისყრის შემდეგ გაიმართა ხანგრძლივი მძიმე საუბარი და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დეპუტატები დატოვებენ ფრაქციას.პარლამენტში წარმოდგენილი არცერთი ოპოზიციური პარტია და პოლიტიკური ჯგუფი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არცერთ წარდგენილ კანდიდატს მხარს არ უჭერდა.მათ შორის, ვინც ხმა მისცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებს, იყო აგრეთვე ბაჩუკი ქარდავა, რომელიც ასევე არის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი.იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო ხელისუფლების საკოორდინაციო ორგანო, რომლის მიზანია ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა. მის კომპეტენციაში შედის პირველი ორი ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა, ასევე საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება.იუსტიციის უმაღლეს საბჭო 15 წევრისგან შედგება, საიდანაც ექვსი არამოსამართლე წევრია. ამ ექვსიდან ხუთს ირჩევს პარლამენტი, ხოლო მეექვსე წევრს წარადგენს პრეზიდენტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250315476_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_61b472e909614c7ee9af3943d39c2502.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ვნებათაღელვა პარლამენტში: ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატებს კარგავს
21:24 17.05.2023 (განახლებულია: 22:45 17.05.2023) დავის საგანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებისთვის ხმის მიცემა გახდა.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრებმა ნიკა მაჭუტაძემ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრებისთვის ხმის მიცემის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟის გამო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება გადაწყვიტეს.
საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია. ეს რამდენიმე ოპოზიციონერის მხარდაჭერის წყალობით მოხდა. მათ ასარჩევად მინიმუმ 90 ხმა იყო საჭირო, ამჟამად კი საპარლამენტო უმრავლესობას მხოლოდ 82 დეპუტატი ჰყავს.
„ჩვენ, რასაკვირველია, არაფერი გვაკავშირებს კლანთან. იმ კლანთან, რომელიც იუსტიციის საბჭოში ძალიან მტკიცედ არის ჩამჯდარი და ისედაც აქვთ მათ იქ უმრავლესობა“, – განაცხადა მაჭუტაძემ მას შემდეგ, რაც კენჭისყრაში მონაწილე ოპოზიციონერები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ დეპუტატები, რომლებმაც წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს, ოპოზიციონერ კოლეგებს არ გაუფრთხილებიათ, რომ ხმა არვისთვის არ უნდა მიეცათ.
„ვაღიარებ, რომ ეს არის ჩემი პირადი პოლიტიკური შეცდომა. შეცდომა მოხდა იმიტომ, რომ მოლაპარაკებებში ჩართული და ინფორმირებული არ ვიყავით. მე თვითონ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი“, – განაცხადა მაჭუტაძემ.
მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიციამ ხელისუფლებასთან კონსენსუსის მისაღწევად სხვადასხვა ვარიანტები განიხილა. საუბარი იყო იმაზე, თუ რამდენი ადგილი დაეთმობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ კანდიდატებს, რომლებსაც ხელისუფლება ანიჭებს უპირატესობას, და რამდენი – ოპოზიციისთვის მისაღებ კანდიდატებს. განიხილებოდა რამდენიმე ფორმულა ოპოზიციის სასარგებლოდ.
„გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ვიცოდით, რომ მოლაპარაკებები მიდიოდა... ვიცოდით, რომ საკითხი აქეთკენ უნდა წასულიყო (კონსენსუსის მიღწევისკენ). გარკვეული მისაღები კანდიდატურები (ოპოზიციისთვის) ჩვენ ჩვენს კოლეგებთან ერთად გავიარეთ“, – განაცხადა მაჭუტაძემ.
უფრო მეტიც, მაჭუტაძის თქმით, კენჭისყრის გადაწყვეტილება ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით იქნა მიღებული. ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და საბჭოში ვაკანტური ადგილების შევსება.
კენჭისყრის შემდეგ გაიმართა ხანგრძლივი მძიმე საუბარი და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დეპუტატები დატოვებენ ფრაქციას.
პარლამენტში წარმოდგენილი არცერთი ოპოზიციური პარტია და პოლიტიკური ჯგუფი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არცერთ წარდგენილ კანდიდატს მხარს არ უჭერდა.
მათ შორის, ვინც ხმა მისცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებს, იყო აგრეთვე ბაჩუკი ქარდავა, რომელიც ასევე არის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო ხელისუფლების საკოორდინაციო ორგანო, რომლის მიზანია ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა. მის კომპეტენციაში შედის პირველი ორი ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა, ასევე საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება.
იუსტიციის უმაღლეს საბჭო 15 წევრისგან შედგება, საიდანაც ექვსი არამოსამართლე წევრია. ამ ექვსიდან ხუთს ირჩევს პარლამენტი, ხოლო მეექვსე წევრს წარადგენს პრეზიდენტი.