https://sputnik-georgia.com/20230516/aviamimosvlis-ardgena-saqartvelosa-da-rusets-soris-evrokavsiri-sesfotebulia-277737573.html
ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის: ევროკავშირი შეშფოთებულია
ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის: ევროკავშირი შეშფოთებულია
Sputnik საქართველო
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართ საქართველოს შესაბამისობამ დაიკლო გასული წლის 44%-დან წლევანდელ 31%-მდე, განაცხადა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა... 16.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-16T21:20+0400
2023-05-16T21:20+0400
2023-05-16T22:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/09/249980626_0:160:3077:1890_1920x0_80_0_0_212e6a5f5fc04c384eb67d4585b857d2.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ საქართველო რუსეთის მიერ პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შემდეგ დათანხმდა ქვეყნებს შორის ფრენების განახლებაზე, განაცხადა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ.10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ, რომელიც დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში მოქმედებდა. რუსეთის მიმართულებით კვირაში შვიდჯერ პირდაპირი რეისების შესრულებაზე ნებართვა უკვე მიიღეს რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ და ქართულმა Georgian Airways-მა.მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყანამ რუსეთის საავიაციო სექტორის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.„ჩვენ და ჩვენი პარტნიორები არ ვრთავთ ნებას რუსეთიდან ან რუსეთში, ან მისი გავლით ავიამიმოსვლას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს მხედველობაში გვქონდეს“, – განაცხადა სტანომ.მან აღნიშნა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ იწვევს შეშფოთებას მისი ევრომისწრაფებების გათვალისწინებით.კალაძე: საქართველოსა და რუსეთს შორის სანქცირებული ავიაკომპანიები არ იფრენენ >>მან სინანულით აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებისა და დეკლარაციების მიმართ საქართველოს შესაბამისობამ დაიკლო გასული წლის „ისედაც დაბალი“ 44%-დან წლევანდელ 31%-მდე.„ეს ნამდვილად იწვევს ჩვენს შეშფოთებას და ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა სტანომ.ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე ეცნობა, რომ გაეროს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ რუსეთის ავიაციის სექტორისა და რუსული თვითმფრინავების საერთო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/09/249980626_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_fe7bc6c28664297061f267a9050d0d9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა
ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის: ევროკავშირი შეშფოთებულია
21:20 16.05.2023 (განახლებულია: 22:42 16.05.2023) ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართ საქართველოს შესაბამისობამ დაიკლო გასული წლის 44%-დან წლევანდელ 31%-მდე, განაცხადა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერმა.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ საქართველო რუსეთის მიერ პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შემდეგ დათანხმდა ქვეყნებს შორის ფრენების განახლებაზე, განაცხადა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ, რომელიც დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში მოქმედებდა. რუსეთის მიმართულებით კვირაში შვიდჯერ პირდაპირი რეისების შესრულებაზე ნებართვა უკვე მიიღეს რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ და ქართულმა Georgian Airways-მა.
„ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ საქართველოს გადაწყვეტილების გამო, საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ რუსეთის გასული კვირის გადაწყვეტილების შემდეგ, განაახლოს ფრენები რუსეთში და რუსეთიდან“, – განაცხადა სტანომ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყანამ რუსეთის საავიაციო სექტორის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
„ჩვენ და ჩვენი პარტნიორები არ ვრთავთ ნებას რუსეთიდან ან რუსეთში, ან მისი გავლით ავიამიმოსვლას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს მხედველობაში გვქონდეს“, – განაცხადა სტანომ.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ იწვევს შეშფოთებას მისი ევრომისწრაფებების გათვალისწინებით.
„საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ საქართველოს გზასთან და ვალდებულებასთან დაკავშირებით, შეესაბამებოდეს ევროკავშირის დადგენილებებს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, როგორც ეს გაწერილია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებაში“, – განაცხადა სტანომ.
მან სინანულით აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებისა და დეკლარაციების მიმართ საქართველოს შესაბამისობამ დაიკლო გასული წლის „ისედაც დაბალი“ 44%-დან წლევანდელ 31%-მდე.
„ეს ნამდვილად იწვევს ჩვენს შეშფოთებას და ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა სტანომ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე ეცნობა, რომ გაეროს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ რუსეთის ავიაციის სექტორისა და რუსული თვითმფრინავების საერთო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.