https://sputnik-georgia.com/20230516/kaladze-qveyanashi-sanqcirebuli-aviakompaniebi-ar-iprenen-277732764.html
კალაძე: საქართველოსა და რუსეთს შორის სანქცირებული ავიაკომპანიები არ იფრენენ
კალაძე: საქართველოსა და რუსეთს შორის სანქცირებული ავიაკომპანიები არ იფრენენ
Sputnik საქართველო
Georgian Airways ერთადერთი ქართული ავიაკომპანიაა, რომელმაც რუსეთში ფრენების შესრულებაზე განაცხადი გააკეთა. 16.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-16T17:21+0400
2023-05-16T17:21+0400
2023-05-16T21:26+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
პოლიტიკა
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები
კახა კალაძე
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_338:0:1190:479_1920x0_80_0_0_ea24390d02db27163363adfcbd902210.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენებს მხოლოდ ის ავიაკომპანიები განახორციელებენ, რომლებზეც საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ, რომელიც დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში მოქმედებდა. რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების სურვილი სულ ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა, მათ შორის ერთი ქართულია – Georgian Airways.მისი თქმით, როგორც ფრენები, ისე უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად იყო შემოღებული. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 15 მაისიდან ამოქმედდა.საქართველო და სანქციებისაქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რაც ფინანსებსა და საზღვარზე საქონლის გადაადგილებას უკავშირდება. თავად საქართველოს ხელისუფლებას სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ დაუწესებია, რადგან ეს, მისი თქმით, საქართველოს მხოლოდ დააზარალებს.Georgian Airways მოსკოვის მიმართულებით რეისებს შეასრულებს>>>ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_520:0:1159:479_1920x0_80_0_0_5b26c5987148533ec7aff3123caa90e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები, კახა კალაძე , ქართული ოცნება
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები, კახა კალაძე , ქართული ოცნება
კალაძე: საქართველოსა და რუსეთს შორის სანქცირებული ავიაკომპანიები არ იფრენენ
17:21 16.05.2023 (განახლებულია: 21:26 16.05.2023) Georgian Airways ერთადერთი ქართული ავიაკომპანიაა, რომელმაც რუსეთში ფრენების შესრულებაზე განაცხადი გააკეთა.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენებს მხოლოდ ის ავიაკომპანიები განახორციელებენ, რომლებზეც საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ, რომელიც დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში მოქმედებდა. რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების სურვილი სულ ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა, მათ შორის ერთი ქართულია – Georgian Airways.
„ხვალ დაიწყება პირდაპირი ფრენები, რაც მისცემს ადამიანებს იმის შესაძლებლობას, რომ სხვა ქვეყნის გავლით კი არა, პირდაპირ შეძლონ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამგზავრება... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ განახორციელებს ფრენებს. ამას სწავლობენ შესაბამისი უწყებები“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, როგორც ფრენები, ისე უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად იყო შემოღებული. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 15 მაისიდან ამოქმედდა.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რაც ფინანსებსა და საზღვარზე საქონლის გადაადგილებას უკავშირდება. თავად საქართველოს ხელისუფლებას სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ დაუწესებია, რადგან ეს, მისი თქმით, საქართველოს მხოლოდ დააზარალებს.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.