https://sputnik-georgia.com/20230516/georgian-airways-moskovshi-reisebs-sheasrulebs-277727121.html
Georgian Airways მოსკოვის მიმართულებით რეისებს შეასრულებს
Georgian Airways მოსკოვის მიმართულებით რეისებს შეასრულებს
Sputnik საქართველო
Georgian Airways ერთადერთი ქართული ავიაკომპანიაა, რომელმაც რუსეთში ფრენების შესრულებაზე განაცხადი გააკეთა. 16.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-16T15:22+0400
2023-05-16T15:22+0400
2023-05-16T18:04+0400
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ავიამიმოსვლა საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24609/32/246093233_42:110:1159:738_1920x0_80_0_0_76959b21a2295e9c4736a3897b6da24b.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა რუსეთის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებაზე ნებართვა მიიღო, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 16 მაისს გასცა. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ, რომელიც დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში მოქმედებდა.გუშინ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესრულებაზე ნებართვა მიიღო რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა. ფრენები 17 მაისიდან კვირაში შვიდი სიხშირით შესრულდება.რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების სურვილი სულ ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა, მათ შორის ერთი ქართულია – Georgian Airways.სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი სანქცირებულთა სიაში არ არის>>>მოსკოვმა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24609/32/246093233_0:104:845:738_1920x0_80_0_0_416d6d00b1ff7bf4d433a5572d539cb6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, პოლიტიკა, ახალი ამბები
Georgian Airways მოსკოვის მიმართულებით რეისებს შეასრულებს
15:22 16.05.2023 (განახლებულია: 18:04 16.05.2023) Georgian Airways ერთადერთი ქართული ავიაკომპანიაა, რომელმაც რუსეთში ფრენების შესრულებაზე განაცხადი გააკეთა.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა რუსეთის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებაზე ნებართვა მიიღო, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 16 მაისს გასცა. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ, რომელიც დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში მოქმედებდა.
„ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება", – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესრულებაზე ნებართვა მიიღო რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა. ფრენები 17 მაისიდან კვირაში შვიდი სიხშირით შესრულდება.
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების სურვილი სულ ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა, მათ შორის ერთი ქართულია – Georgian Airways.
მოსკოვმა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.