https://sputnik-georgia.com/20230516/19-maiss-parlamentis-deputatebis-winase-sami-ministri-wardgeba-277738809.html
19 მაისს პარლამენტის დეპუტატების წინაშე სამი მინისტრი წარდგება
19 მაისს პარლამენტის დეპუტატების წინაშე სამი მინისტრი წარდგება
Sputnik საქართველო
ოპოზიციას სამი შეკითხვა აქვს: მარტის საპროტესტო აქციებზე პოლიციის მიერ ძალის გამოყენების, სკოლებში კვებისა და ანაკლიის პორტის შესახებ. 16.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-16T21:51+0400
2023-05-16T21:51+0400
2023-05-16T22:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250315492_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_2c188e83c6313e4d10fc2923fbe3db0b.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი 19 მაისს პარლამენტში ოპოზიციის კითხვებს უპასუხებენ, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.მთავრობის წევრები პარლამენტში ოპოზიციის მოთხოვნით ინტერპელაციის წესით გამოვლენ. ინტერპელაცია არის ფორმატი, რომლის დროსაც მთავრობის მეთაური, მინისტრი ან პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია მივიდეს პარლამენტში და უპასუხოს დეპუტატთა ჯგუფის შეკითხვებს, რომელიც, სულ მცირე, შვიდ კაცს ითვლის.გომელაურს მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რამდენად პროპორციული იყო 7-8 მარტს პოლიციის მიერ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეთა მიმართ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა.აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა >>ამილახვართან ოპოზიციას აქვს კითხვა სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო კვების თემაზე. აპრილის ბოლოს განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ იგეგმება ისეთი სისტემის შემუშავება, რომელიც სკოლის მოსწავლეებს კვებით უზრუნველყოფს.ამილახვრის განცხადებას წინ უძღოდა გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის გამოქვეყნება, რომლის მიხედვით, საქართველოს სკოლებში ბავშვების 38% განიცდის სრულ შიმშილს, ხოლო 77% – ნაწილობრივს.რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრს, მან უნდა უპასუხოს კითხვებს ანაკლიაში საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.მალე - პრემიერი ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაზე >>საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა განაახლოს ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ პირობით, რომ სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი.ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა, რადგან ინვესტორმა ფინანსური ვალდებულებები ვერ შეასრულა.გარდა ამისა, 18 მაისს პარლამენტში სიტყვით გამოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი. ის საკანონმდებლო ორგანოს მოხსენებას „მინისტრის საათის“ ფორმატში წარუდგენს. მთავრობის წევრები ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ წარადგინონ ანგარიში შესრულებული სამუშაოსა და გეგმების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250315492_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_aefb2368d99db8406a2e626195d377f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება
19 მაისს პარლამენტის დეპუტატების წინაშე სამი მინისტრი წარდგება
21:51 16.05.2023 (განახლებულია: 22:46 16.05.2023) ოპოზიციას სამი შეკითხვა აქვს: მარტის საპროტესტო აქციებზე პოლიციის მიერ ძალის გამოყენების, სკოლებში კვებისა და ანაკლიის პორტის შესახებ.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი 19 მაისს პარლამენტში ოპოზიციის კითხვებს უპასუხებენ, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
მთავრობის წევრები პარლამენტში ოპოზიციის მოთხოვნით ინტერპელაციის წესით გამოვლენ. ინტერპელაცია არის ფორმატი, რომლის დროსაც მთავრობის მეთაური, მინისტრი ან პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია მივიდეს პარლამენტში და უპასუხოს დეპუტატთა ჯგუფის შეკითხვებს, რომელიც, სულ მცირე, შვიდ კაცს ითვლის.
გომელაურს მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რამდენად პროპორციული იყო 7-8 მარტს პოლიციის მიერ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეთა მიმართ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა.
აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ამილახვართან ოპოზიციას აქვს კითხვა სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო კვების თემაზე. აპრილის ბოლოს განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ იგეგმება ისეთი სისტემის შემუშავება, რომელიც სკოლის მოსწავლეებს კვებით უზრუნველყოფს.
ამილახვრის განცხადებას წინ უძღოდა გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის გამოქვეყნება, რომლის მიხედვით, საქართველოს სკოლებში ბავშვების 38% განიცდის სრულ შიმშილს, ხოლო 77% – ნაწილობრივს.
რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრს, მან უნდა უპასუხოს კითხვებს ანაკლიაში საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა განაახლოს ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ პირობით, რომ სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი.
ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა, რადგან ინვესტორმა ფინანსური ვალდებულებები ვერ შეასრულა.
გარდა ამისა, 18 მაისს პარლამენტში სიტყვით გამოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი. ის საკანონმდებლო ორგანოს მოხსენებას „მინისტრის საათის“ ფორმატში წარუდგენს. მთავრობის წევრები ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ წარადგინონ ანგარიში შესრულებული სამუშაოსა და გეგმების შესახებ.