სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2023
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ბრალდებულმა პოლიციელების მისამართით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ორჯერ ესროლა
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების მუხლებით ბრალდებული ლაზარე გრიგორიადსის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა, იუწყება „პირველი არხი“.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 20 ათასი ლარის გირაოს შეფარდების შესახებ.
ბრალდებულმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მიმალვას არ აპირებს.
„დაკავებამდე, ერთი თვის განმავლობაში მიმალვა რომ მდომებოდა, მივიმალებოდი. დაკავების დროს იგივე ტანსაცმელი მეცვა, რაც აქციებზე", - თქვა სასამართლო პროცესზე ლაზარე გრიგორიადისმა.
სასამართლო სხდომის პარალელურად, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელშიც აქტივისტები და პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ. დაკავების შემდეგ მას არაერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა. ისინი აცხადებენ, რომ მთავრობას გრიგორიადსის სამაგალითოდ დასჯა სურს.
სასამართლომ გრიგორიადისს პატიმრობა 31 მარტს შეუფარდა, თუმცა ადვოკატები 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით გამოვიდნენ, სასამართლომ კი შუამდგომლობა არ გაიზიარა.

საქმის დეტალები

გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.
მისი ქმედებების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო - მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
ოპოზიცია მხარს უჭერს პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში ბრალდებულს - მდინარაძე >>
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგოლიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
დაკავებულს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„ეს მიუღებელია" - ირაკლი კობახიძე ევროდეპუტატზე, რომელიც თბილისში აქციაში მონაწილეობდა >>
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ყველა ახალი ამბავი
0